კაენმა ნიანგი არსენალში არ გაუშვა

ტრანსფერები 18-ივლ, 17:029 Edinson Cavani 1002 0






ლონდონურმა კლუბმა შეთავაზება გაუკეთა კაენს, თუმცა კლუბები ერთმანეთში ვერ შეთანხმდნენ და მოლაპარაკება ჩაიშალა. 17 წლის ნიჭიერი თავდამსხმლით არსენალის გარდა სხვა პრემიერ ლიგის გუნდებიც არიან დაინტერესებულნი.

17 წლის ფეხბურთელმა მისი პროფესიონალური კარიერა სწორედ კაენში დაიწყო 2011 წლის აპრილში. თუმცა იგი გუნდს ვერაფრით დაეხმარა, რადგან კაენი დაქვეითდა რიგით მეორე ლიგაში.
კლუბის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არსენალის შეთავაზება დამამცირებელი იყო მათთვის, და ეს ის არ იყო რაც კლუბის მეთაურებს სურთ.

მ'ბაი ნიანგმა 23 შეხვედრაში 3 გოლის გატანა მოახერხა. იგი ასევე გამოდიოდა საფრანგეთის 21 წლამდელთა ნაკრებში, სადაც მან გულშემატკივრებს თავი 1 გოლით დაამახსოვრა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018