მაქსველი მოხარულია იბრას ტრანსფერით

მაქსველი მოხარულია იბრას ტრანსფერით

18-07-2012, 19:07

პსჟ-ს ფეხბურთელი, მაქსველი კმაყოფილია მის გუნდში იბრაჰიმოვიჩის ტრანსფერით. იგი შვედის ერთ-ერთი უახლოესი მეგობარია. ისინი ერთად თამაშობდნენ აიაქსში, ინტერში, ბარსელონაში და ახლა უკვე პსჟ-ში.

L'Equipe TV-სთან ინტერვიუში მან განაცხადა:"მისი წონით, მისი ფიზიკური და ტექნიკური მონაცემებით პირველია ევროპაში. ყველა იმაზე დაობს, მესია საუკეთესო თუ რონალდო, თუმცა მათ შვედი არ უნდა დაივიწყონ. იგი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია მსოფლიოში."
ბრაზილიელმა ასევე ილაპარაკა იბრას პიროვნებაზე:"იგი ძალიან ლოიალურია მეგობრების მიმართ, და ასევე მეოჯახე ადამიანიც არის"

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით