ხანგრძლივის საზაფხულო საგა დასრულდა

ტრანსფერები 28-აგვ, 10:219 Sportnews 2774 2






"ხანგრძლივის საზაფხულო საგა დასრულდა", ხორვატი ფეხბურთელი, როგორც იქნება ოფიციალურად გახდა მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი.

ხორვატმა ფეხბურთელმა "რეალთან" 5 წლიან კონტრაქტს გუშინ 27 აგვისტოს მოაწერა ხელი. ამ ტრანსფერით თავად ფეხბურთელიც, მადრიდის "რეალიც" და "ტოტენჰემიც" კმაყოფილია. სხვადასხვა ინფორმაციის წყაროებზე დაყრდნობით, სავარაუდოდ "რეალმა" ფეხბურთელში 42 მილიონი ევრო გადაიხადა.

ხანგრძლივის საზაფხულო საგა დასრულდა




გუშინ დილით მოდრიჩის პრეზენტაცია გაიმართა "სანტიაგო ბერნაბეუზე", ლუკამ 19 ნომრიანი მაისური აირჩია და სავარაუდოდ ამ სეზონში სწორედ ამ ნომრით იასპარეზებს. შემდეგ ფეხბურთელმა პირველი პრესკონფერენციაც გამართა და მოგვიანებით თავის ახალ გუნდში პირველი ვარჯიშის ჩატარებაც მოასწრო.

ხანგრძლივის საზაფხულო საგა დასრულდა


"ჩემი მიზანი ძირითადში ადგილის მოპოვებაა. ვიცი, რომ ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება, თუმცა მე მზად ვარ. გარდა ამისა, ჩემი კიდევ ერთი გამოწვევა - ტიტულების მოპოვებაა მადრიდის "რეალთან" ერთად. ლა ლიგა, ჩემპიონთა ლიგა... ეს ჩემი პირადი მიზნებია და იმედია შევძლებ მათ განხორციელებას."

"გუნდის სამივე ოფიციალური მატჩი ვიხილე და გეტყვით იმას, რომ ამას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონია. ჯერ მხოლოდ სეზონის დასაწყისია. მთელი წელი წინაა. მითუმეტეს, წინ ხომ ჩემპიონთა ლიგა გველის."

ხანგრძლივის საზაფხულო საგა დასრულდა


როგორც მოგახსენეთ ლუკა მოდრიჩმა "რეალში" პირველივე ვარჯიში გუშინვე გამართა, ყოველივე ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ხორვატი ფეხბურთელი "ბარსელონას" წინააღმდეგ შეხვედრაში განაცხადში იქნება და ვინ იცის იქნებ ძირითადშიც ვიხილოთ.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები 2

iventusi_rati 28-აგვ, 11:22

მაინც დარხეული აქვს რეალს.

Sportnews 28-აგვ, 10:24

ძალიან გამიხარდა მოდრიჩის ტრანსფერი, მართლა კარგი ფეხბურთელია, თან ნახევარდაცვაში ყველგან შეუძლია თამაში, ნახევარდაცვას სტაბილურს გახდის, რაც აკლია რეალს
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018