ქეროლი ვესტ ჰემში გადავიდა

ტრანსფერები 31-აგვ, 00:509 Red_Army 973 1






როგორც იტყობინება Sky Sports, "ლივერპულის" თავდამსხმელი ენდი ქეროლი მაინც დათანხმდა "ვესტ ჰემში" გადასვლაზე, ერთი წლით არენდის სახით. ქეროლი, რომელიც "წითლებმა" 35 მილიონად შეიძინეს 2011 წლის იანვარში, ახალმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა მაინც არ გადაწყვიტა მისი დატოვება და უფლება მისცა, რომ "ენფილდი" დაეტოვებინა.

ამიტომაც 23 წლის ინგლისელმა თავდასხმელმა გადაწყვიტა მიეღო "ვესტ ჰემის" შემოთავაზება, რომელსაც ზაფხულის დასაწყისში უარი განუცხადა. ისინი მზად არიან ფეხბურთელში არენდის სახით 1 მილიონი ფუნტი გადაიხადონ, ხოლო ენდის ანაზღაურება 80 ათასი ფუნტი იქნება.

ასევე "ვესტ ჰემი" არ მიიღებს უფლებას ფეხბურთელის შესყიდვასთან დაკავშირებით სეზონის დასრულებამდე - ამაზე უარი განაცხადა თვითონ ქეროლმა, რადგან იტოვებს იმედებს, რომ შეძლებს "ლივერპულში" დაბრუნებას და ადგილისთვის ბრძოლას.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები 1

Red_Army 31-აგვ, 00:51

არ იყო გასაშვები ქეროლი ... ბორინს მირჩევნია, ამისგან კარგი ფეხბურთელი დადგებოდა, როგორც ტორესი ათამაშდა ისე ათამაშდებოდა ესეც
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018