Image

ჩელსის შურლეს შეძენა სურს

ტრანსფერები 31-აგვ, 12:389 Red_Army 1132


"ჩელსი" მზადაა გადაიხადოს 20 მილიონი ფუნტი ლევერკუზენის "ბაიერის" შემტევი ნახევარმცველის ანდე შურლეს სანაცვლოდ, თუ მათ თანხმობა მიიღეს მაშინ "ლურჯები" მზად არიან განიხილონ დანიელ სტარიჯის საკითხი, რომლითაც დაინტერესებულია "ლივერპული".

როგორც იტყობინება The Guardian, "ბაიერმა" უარი განაცხადა "ლურჯების" 16 მილიონიან შემოთავაზებაზე. ზაფხულის ბოლო დღეებში "ჩელსი" მზადაა ისევ შეეცადოს შურლეს შეძენას, რომელიც თანახმაა "სტემფორდ ბრიდჯზე" სათამაშოდ.

21 წლის შურლეს შეძენა, უფლებას მისცემს "ჩელსის" ხელმძღვანელობას განიხილოს სტარიჯის საკითხი, რომლის გადმობირება ძალიან უნდა "ლივერპულის" მწვრთნელს ბრენდან როჯერს.

"ჩელსის" სამწვრთნელო შტაბი ვერ ხედავს სტარიჯში ცენტრალურ თავდამსხმელს, ხოლო რაც შეეხება ფლანგზე თამაშს, სადაც დანიელი თამაშობდა გასულ სეზონს აქ უკვე კონკურენცია უფრო დიდია, ამიტომაც მას უჭირს მთავარ შემადგენლობაში მოხვედრა.

შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათ საღამოს "ლივერპულმა" გაანათხოვრა ენდი ქეროლი "ვესტ ჰემში". "წითლები" მზად არიან დანიელ სტარიჯის შესაძენად, ხუთშაბათს ისინი შეთავაზებას გაუკეთებენ "ჩელსის".


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Red_Army 31 აგვისტო 2012 12:55
ჩელსი არ ჩერდება და არა რა :X
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (149)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა