Image

რეალმა რაიო ვალეკანო დაამარცხა

უცხოური ფეხბურთი 18-თებ, 03:289 Sportnews 1329


ესპანეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში მადრიდის "რეალმა" მცირე მადრიდულ დერბში "რაიო ვალეკანო" დაამარცხა და მორიგი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.

"რეალმა" შეხვედრა ძალიან აქტიურად დაიწყო და შეიძლება ითქვა 90 წუთის გასაკეთებელი საქმე 12 წუთში გააკეთა , ჯერ იყო და მესამე წუთზე ალვარო მორატამ ანგარიში გახსნა,მე-12 წუთზე კი "რეალის" კაპიტანმა, სერხიო რამოსმა 2:0 გახადა ანგარიში და საბოლოო შედეგიც დააფიქსირა. ორივე შემთხვევაში ასისტი მესუთ ოზილი იყო.

უნდა ითქვას, რომ 18-ე წუთზე რამოსი უკვე მოედნიდან გააძევეს, ესპანელმა ფეხბურთელმა 44 წამის ინტერვალით 2 ყვითელი ბარათი მიიღო და უკვე მერამდენედ დატოვა მოედანი ვადაზე ადრე. ამ გამარჯვებით "სამეფო კლუბს" 49 ქულა მოუგროვდა, "რაიო ვალეკანოს" კი კვლავ 37 ქულა დარჩა.

რეალი” – “რეაიო ვალეკანო” 2:0

რეალი: ლოპესი, ვარანე, პეპე, რამოსი, კოენტრაუ, ხედირა, რონალდუ, კაკა (კალეხონი 80′), ოზილი (დი მარია 67′), ესიენი, მორატა (ალბიოლი 27’).
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო.

“რაიო ვალეკანო“: რუბენი, კასადო (ჟოსე კარლოსი 63′), ფიგუერესი, ტიტო, გალვესი, ფუეგო, ტრასორასი (ვასკესი 73′), ბანგურა, პიტი (დელიბაშიჩი 83′), ბაპტისტანი, დომინგესი.
მწვრთნელი: პაკო ხემესი.

გოლები:
მორატა 3′, რამოსი 12′.
გაფრთხილებები: რამოსი 17′ (18′ გაძევება), ტრასორასი 33′, ბანგურა 37′, ტიტო 42′, ფიგუერესი49′, რონალდუ 63′, პეპე 76′.
მთავარი მსაჯი: ჟოსე პარადასი



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Sportnews 18 თებერვალი 2013 14:28
Los BLancos,
ვიცი, რომ რამოსი გააგდეს, სხვა გზაც ჰქონდა, მორატას და კაკას ნაცვლად სხვა უნდა გაეყვანა, ისეთი ვისაც მუდმივი სათამაშო დრო აქვს, მაგალითად ოზილს
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
Los BLancos 18 თებერვალი 2013 13:30
ციტატა: GoGa(R-G7)
დიდი იმედი მაქვს, რომ მორატა ექსტრა კლასის ფორვარდად ჩამოყალიბდება, გამიტყდა მოურინიომ რომ 27-ე წუთზე შეცვალა

რამოსი გააგდეს და მაგიტომ შეცვალა, სხვა გზა არ ჰქონდა
Sportnews 18 თებერვალი 2013 03:34
დიდი იმედი მაქვს, რომ მორატა ექსტრა კლასის ფორვარდად ჩამოყალიბდება, გამიტყდა მოურინიომ რომ 27-ე წუთზე შეცვალა
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
თებერვალი 2019 (371)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (540)
ნოემბერი 2018 (413)
ოქტომბერი 2018 (437)
სექტემბერი 2018 (574)
რეკლამა