რეალმა ბეილის სანაცვლოდ 60 მილიონი გაამზადა

რეალმა ბეილის სანაცვლოდ 60 მილიონი გაამზადა

18-02-2013, 13:17

60 მილიონი ევრო! გარეტ ბეილის სანაცვლოდ, საკმაოდ დიდი თანხაა ახალგაზრდა ფეხბურთელში, რთული წარმოსადგენია, ლონდონურმა კლუბმა ამ თანხაზე უარი თქვას.

როგორც ესპანური პრესა იტყობინება, მადრიდის "რეალის" პრეზიდენტს ფლორენტინო პერესს გადაწყვეტილი აქვს უელსელი ფეხბურთელი ხელში ჩაიგდოს, ამის წინააღმდეგი არც ჟოზე მოურინიო.

"რეალს" ამ ტრანსფერის განხორციელებაში მიუხენის "ბაიერნი" შეეცილება, პეპ გვარდიოლას, ასევე სურს საკუთარ გუნდში იხილოს ბეილი, მაგრამ ამ შემთხვევაში სრული უპირატესობა მადრიდულ გრანდს ენიჭება, პირველი "რეალს" და "ტოტენჰემს" შორის საკმაოდ მეგობრული ურთიერთობაა ჩამოყალიბებული, რადგან ეს ორი გუნდი ბოლო დროს ხშირად ცვლიან ფეხბურთელებს, (მაგალითად ვან დერ ვაარტის ტრანსფერი "ტოტენჰემში" და მოდრიჩის ტრანსფერი "რეალში"), მეორე კი, როგორც მოგეხსენებათ ბეილი არასდროს მალავს, რომ მისი კუმირი რონალდუა და მის გვერდით თამაში მისთვის ახდენილი ოცნება იქნება.

"რეალს" არამხოლოდ ბეილის ტრანსფერს უკავშირებენ, თუ სხვა უცხოურ მედია საშუალებებს დავუჯერებთ, პერესს ასევე მზად აქვს 56 მილიონი ევრო კავანისთვის, როგორც ჩანს ფლორენტინო აქტიურად შეუდგა "გალაქტიკო 2-ის" შექმნას.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით