Image

19-წლამდელებმა ტესტ-მატჩები "გალათასარაისთან" გამარჯვებით დაიწყეს

უცხოური ფეხბურთი 05-მარ, 22:579 Sportnews 1458


















საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა გუნდმა, რომელიც თურქეთში იმყოფება, პირველი ტესტ-მატჩი გამართა და "გალათასარაის" 20-წლამდელთა გუნდი 2:1 დაამარცხა.

ვასილ მაისურაძის გუნდი სტამბულში 4 მარტს გაემგზავრა. ეს შეკრება ელიტრაუნდისთვის სამზადისის ერთ-ერთი ეტაპია. ნაკრების გამოცდილ მოთამაშეებთან ერთად, მაისურაძემ თან რამდენიმე ახალი ფეხბურთელიც იახლა.

19-წლამდელებმა ტესტ-მატჩები "გალათასარაისთან" გამარჯვებით დაიწყეს


"გალათასარაისთან" შეხვედრაში, ქართველი ფეხბურთელები უკვე მატჩის მე-19 წუთზე დაწინაურდნენ. ლევან შენგელიას წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი ზუსტად მათე ცინცაძემ შეასრულა და ჩვენი გუნდი შესვენებაზე ერთბურთიანი უპირატესობით გავიდა.


მეორე ტაიმის 51-ე წუთზე, "გალათასარაის" ფეხბურთელებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს. თუმცა, ზუსტად რვა წუთში, გიორგი პაპუნაშვილის ზუსტი დარტყმით საქართველოს ნაკრები კვლავ დაწინაურდა და მატჩიც, საბოლოოდ, ამ ანგარიშით დასრულდა - 2:1. საერთო ჯამში, თამამად შეიძლება ითქვას, რომ თამაში ქართველი ფეხბურთელების უპირატესობით წარიმართა, რაზეც ანგარიშიც მეტყველებს.

გალათასარაიU20 - საქართველოU19 1:2 (0:1)
საქართველოU19: გოშაძე, ნ.ჭანტურია (კაპ), გურეშიძე, თევზაძე, გაფრინდაშვილი, აბურჯანია, ცინცაძე, პაპუნაშვილი (გოროზია 72), ზარანდია (მზევაშვილი 76), შენგელია (მესხი 46), ჯიქია (ბერიძე 46)
მთ.მწვრთნელი - ვასილ მაისურაძე
გოლები: ცინცაძე (19 პენ), პაპუნაშვილი (59)
მომდევნო ტესტ-მატჩს 19-წლამდე ნაკრები ზეგ, 7 მარტს გამართავს. ამჯერად, ჩვენი მოწინააღმდეგე "ქასიმფაშას" 20-წლამდელთა გუნდი იქნება. 8 მარტს კი, ნაკრები თბილისში დაბრუნდება.

სფფ-ის პრესსამსახური

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (250)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა