Image

გერმანია. ბუნდესლიგა. XXVI ტური: ჩემპიონობა გადაიდო

უცხოური ფეხბურთი 24-მარ, 19:529 Sportnews 944


"ბაიერნის" ჩემპიონობა, ნაადრევზე ნაადრევი ჩემპიონობა, მინიმუმ, ერთი ტურით გადაიდო, რაც დორტმუნდის "ბორუსიას" და "შალკეს" დამსახურებაა, რომლებმაც თავიანთი მატჩები დამაჯერებლად მოიგეს და რეკორდმაისტერს ჩემპიონობის 26-ე ტურში (!) განაღდების საშუალება არ მისცეს.

მომდევნო ტური შუა კვირაშია, "ბაიერნი" 25 მარტს ბერლინში ითამაშებს და მიუნხენელების ბედი ამჯერად მათსავე ხელში იქნება - თუ მოიგებენ, მორიგ და ბუნდესლიგის ისტორიაში ყველა დროის ყველაზე სწრაფ ჩემპიონობას იზეიმებენ.

უშუალოდ ტურის მიმოხილვა "შალკეთი" უნდა დავიწყოთ, რადგან, მართალია, არასპორტული, მაგრამ ყველაზე საინტერესო ამბები ახლა სწორედ გელზენკირხენულ კლუბში ხდება. თუ "რეალთან" და "ბაიერნთან" განცდილ კრახს არ ჩავთვლით, შეიძლება ითქვას, რომ "შალკე" საკმაოდ კარგ ფორმაშია.

მარტო ბუნდესლიგის მეორე წრის შედეგებით რომ ვიმსჯელოთ, "ბაიერნის" შემდეგ ყველაზე კარგი გუნდი სწორედ გელზენკირხენელებს ჰყავთ. მომდევნო ტურში, 25 მარტს, "შალკეს" უმძაფრესი დუელი ელის მოსისხლე მტერ "დორტმუნდთან", რომელსაც მეორე ადგილში ეცილება და სწორედ ახლა მიიღო "შალკემ" ისეთი პრობლემა, რომელსაც სპორტთან კავშირი, წესით, არ უნდა ჰქონდეს.

როგორც იცით, რუსული ნავთობ-გიგანტი "გაზპრომი" "შალკეს" გენერალური სპონსორია და გელზენკირხენულ კლუბს ერთ სეზონში 15 მილიონ ევროს უხდის, მაგრამ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შემდეგ "გაზპრომი" "შალკესთვის" ჩვეულებრივი სპონსორი აღარაა. "გაზპრომი" ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთი უმთავრესი იარაღია!

გერმანელი პოლიტიკოსები კი უკვე ღიად მოუწოდებენ "შალკეს" ხელმძღვანელებს, რომ სასწრაფოდ გააუქმონ "გაზპრომთან" გაფორმებული ხელშეკრულება და ახალი სპონსორი მოძებნონ. "შალკეზე" ზეწოლა იზრდება და რაც უნდა ემეგობრებოდეს გელზენკირხენული კლუბის ბოსი კლემენს ტიონიესი პუტინს, რასაც ჰერ ტიონიესი არასდროს მალავს, მას მაინც მოუწევს "გაზპრომზე" უარის თქმაზე დაფიქრება და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა.

სანამ ტიონიესი საგონებელშია ჩავარდნილი, "შალკე" თამაშებს იგებს და რურის დიდი დერბისთვის ემზადება. "ბრაუნშვაიგთან" 3:1-ზე მოგებულ შეხვედრაში გელზენკირხენელთა გმირები ლეონ გორეტცკა, კლაას-იან ჰუნტელაარი და ადამ სალაი იყვნენ.

Sportall.Ge


ლევანდოვსკი შეუცვლელია?
დორტმუნდში რობერტ ლევანდოვსკის სრულფასოვნად შეცვლა ძალიან გაუჭირდებათ. 25 წლის პოლონელმა, რომელიც ზაფხულიდან "ბაიერნის" ფეხბურთელი გახდება, "ჰანოვერთან" 3:0-ზე მოგებულ მატჩში კიდევ ერთი, ვინ მოთვლის მერამდენე შესანიშნავი გოლი გაიტანა.

52-ე წუთზე ლევანდოვსკიმ ბრწყინვალე პასი მიიღო ჰენრიხ მხითარიანისგან და "ჰანოვერის" კარისკენ თავისივე ნახევრიდან დაიძრა. პოლონელი საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა, ჰოფმანს, შულცს, შმიდებახსა და სანეს გასცდა, პოკონიოლიმ დააგვიანა და რობერტმა ცილერს უპრობლემოდ გაუტანა. ეს გახლდათ მისი მე-16 გოლი ამ სეზონში.

"ეს გამარჯვება მეორე ადგილისთვის ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ახლა "შალკესაც" უნდა მოვუგოთ,"
- განაცხადა ლევანდოვსკიმ მატჩის შემდეგ. მას "დორტმუნდის" ფორმით სულ 70 გოლი აქვს გატანილი. ერთიც და ლეგენდარულ ანდი მიოლერს (71) დაეწევა და "ბორუსიას" ყველა დროის ბომბარდირთა საუკეთესო ხუთეულში შეაღწევს. ფაქტია, დორტმუნდელებს ლევანდოვსკის შეცვლა გაუჭირდებათ.

Sportall.Ge


შვაინის და გიოტცეს გვიანი გოლებით
"ბაიერნთან" მატჩამდე, უფრო კონკრეტულად, წინა საღამოს, "მაინცის" მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა შეგირდები კინოში წაიყვანა და სისხლიანი ფილმი, "იმპერიის აღზევება" აყურებინა. მიზანი, რა თქმა უნდა, ფეხბურთელების მოტივირება იყო. როგორც ხედავთ, ამან შედეგი გამოიღო: "მაინცელებმა" ძალიან კარგად იბრძოლეს, მრისხანე მეტოქეს დიდხანს გაუძლეს და მხოლოდ 0:2 დამარცხდნენ.

ბასტიან შვაინშტაიგერისა და მარიო გიოტცეს გვიანმა გოლებმა რეკორდმაისტერს ზედიზედ მე-18 გამარჯვება მოუტანა და მიუნხენურ გრანდს ახლა უკვე 51-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. ასე რომ, "ბაიერნს" ზემოთ ხსენებული ბრწყინვალე სერიები სწორედ შვაინიმ და "გიოტცინიომ" გადაურჩინეს და აქ ისიც უნდა ვთქვათ, რომ "ბაიერნს" გაუმართლა კიდეც, მაგალითად, 46-ე წუთზე, როცა ჩუპო-მოტინგმა მანუელ ნოიერის კარის ძელი "მოიკითხა".

"ჩუპო-მოტინგს რომ გაეტანა, თამაშის შემოტრიალება, ალბათ, გაგვიჭირდებოდა, მაგრამ საერთო ჯამში, ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ და მიხარია, რომ მოვიგეთ. "მაინცმა" ძალიან სერიოზული წინააღმდეგობა გაგვიწია. ახლა ჩემპიონობას მხოლოდ ერთი მოგებაღა გვაშორებს,"
- აღნიშნა მატჩის შემდეგ პეპ გვარდიოლამ.

უფრო ზუსტად: "ბაიერნს" რიგით 24-ე ჩემპიონობის განაღდება 25 მარტს, ბერლინში შეუძლია.

ბუნდესლიგა. XXVI ტური
ფრაიბურგი-ვერდერი 3:1
გოლები: 1:0 შუსტერი (15), 2:0 კლაუსი (53), 3:0 მეჰმედი (59), 3:1 პეტერსენი (70)
ფრაიბურგი (4-2-2-2): ბაუმანი - მუიჯა, კრმასი, გინტერი, ზორგი - შუსტერი, დარიდა - კლაუსი (75. კერკი), შმიდი - გუედე (90. გიუნტერი), მეჰმედი (82. ცულეხნერი).
ვერდერი (4-1-2-1-2): ვოლფი - იგნიოვსკი, პრიოდლი, ლუკიმია, კალდიროლა - ბარგფრედე (80. ელია) - იუნუზოვიჩი, მაკიადი - ობრანიაკი (64. გებრე სელასიე) - დი სანტო (64. პეტერსენი), ჰანტი.
გაფრთხილება: კლაუსი - ბარგფრედე, ჰანტი
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 19-15; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 14(3)-7(3); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 24 000

შალკე-ბრაუნშვაიგი 3:1
გოლები: 1:0 გორეტცკა (17), 2:0 ჰუნტელაარი (65), 2:1 კესელი (82), 3:1 სალაი (93)
შალკე (4-2-3-1): ფერმანი - ჰუგლანდი, აიჰანი, მატიპი, კოლაშინაცი - კ. ბოატენგი, ნოიშტედტერი - გორეტცკა, მ. მაიერი (71. ობასი), დრაქსლერი (80. ანანი) - ჰუნტელაარი (88. სალაი).
ბრაუნშვაიგი (4-2-3-1): დავარი - კესელი, ბიჩაქჩიჩი, კორეია, პერთელი - თოიერკაუფი, პფიტცნერი (41. ადემი) - ბელარაბი (53. ელაბდელაუი), ჰოხშაიდტი, ბოლანდი - კუმბელა (74. ვრანჩიჩი).
გაფრთხილება: კოლაშინაცი - ბელარაბი, კორეია, თოიერკაუფი
კუთხური: 14-4; ჯარიმა: 14-20; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 32(11)-11(4); ბურთის ფლობა: 67%-33%.
მაყურებელი: 61 973

შტუტგარტი-ჰამბურგი 1:0
გოლი: 1:0 მაქსიმი (69)
შტუტგარტი (4-2-3-1): ულრაიხი - შვააბი, რიუდიგერი, ნიდერმაიერი, გ. საკაი - გენტნერი, ბოკა (63. მაქსიმი) - ტრაორე (90. ტი. ვერნერი), ლაიტნერი, რაუში (88. კაკაუ) - იბიშევიჩი.
ჰამბურგი (4-4-1-1): ადლერი - დიკმაიერი, ჯურუ, მანსიენი, ვესტერმანი - ჩალჰანოღლუ, ბადელი (80. ტეშე), არსლანი (86. რინკონი), ილიჩევიჩი - ვან დერ ვაარტი (58. ირაჩეკი) - ზუა.
გაფრთხილება: ულრაიხი (შტუტგარტი)
გაძევება: ჩალჰანოღლუ (53. ჰამბურგი)
კუთხური: 5-2; ჯარიმა: 18-13; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 12(3)-6(1); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 55 000

ჰანოვერი-დორტმუნდი 0:3
გოლები: 0:1 ჰუმელსი (43), 0:2 ლევანდოვსკი (52), 0:3 როისი (91)
ჰანოვერი (4-2-2-2): ცილერი - ჰ. საკაი, ჰოფმანი, კ. შულცი, პოკონიოლი - შმიდებახი, სანე (59. ია კონანი) - შტინდლი, პრიბი (73. შლაუდრაფი) - ბიტენკური, ჰუსტი.
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიშჩეკი, სოკრატისი, ჰუმელსი, დურმი - კირხი, ნ. შაჰინი (66. კელი) - ი. ჰოფმანი (68. როისი), მხითარიანი, გროსკროიტცი - ლევანდოვსკი (84. შიბერი).
გაფრთხილება: ჰ. საკაი - ჰუმელსი
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 12-16; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 9(3)-15(5); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 49 000

ვოლფსბურგი-აუგსბურგი 1:1
გოლები: 0:1 ტო. ვერნერი (43), 1:1 ოლიჩი (81)
ვოლფსბურგი (4-2-3-1):Lბენალიო - ტრეში, ნალდო, კლოზე (77. კუჩკე), როდრიგესი - ჟუნუირ მალანდა (68. პოლაკი), ლუის გუსტავო - არნოლდი (58. დ. კალიჯური), დე ბრუინი, პერიშიჩი - ოლიჩი.
აუგსბურგი (4-1-2-2-1): ჰიტცი - ფიპლი, კალსენ-ბრაკერი, კლავანი, ოსტრცოლეკი - ბაიერი - ფოგტი, ჰალილ ალთინთოფი (80. ჰონგი) - ჰანი, ტო. ვერნერი (90. მიოლდერსი) - ბობადილია (66. ესვაინი).
გაფრთხილება: პერიშიჩი - ჰანი
გაძევება: დე ბრუინი (92. ვოლფსბურგი)
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 23-11; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 10(1)-12(2); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 25 645

მაინცი-ბაიერნი 0:2
გოლები: 0:1 შვაინშტაიგერი (82), 0:2 გიოტცე (86)
მაინცი (4-2-3-1): კარიუსი - პოსპეხი, ბელი, ნოვესკი, პარკი - მორიტცი (84. მალი), გაისი - ნ. მიულერი, კოო (46. ზალერი), ჩუპო-მოტინგი (60. ბუნგერტი) - ოკაზაკი.
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ხავი მარტინესი, ჟ. ბოატენგი, ალაბა - შვაინშტაიგერი, ტ. კროოსი - რობენი (73. შაჩირი), თ. მიულერი (64. გიოტცე), რიბერი - მანჯუკიჩი (81. პისარო).
გაფრთხილება: მორიტცი
კუთხური: 2-9; ჯარიმა: 13-11; თამაშგარე: 8-1; კარში დარტყმა: 4(1)-23(8); ბურთის ფლობა: 22%-78%.
მაყურებელი: 34 000

გლადბახი-ჰერტა 3:0
გოლები: 1:0 არანგო (28), 2:0 კრუზე (32), 3:0 რაფაელი (40)
გლადბახი (4-2-2-2): ტერ შტეგენი - კორბი, შტრანცლი, ალვარო დომინგესი, დემსი - იანჩკე, კრამერი (67. ჯაკა) - ჰერმანი (73. იუნესი), არანგო (79. რუპი) - რაფაელი, კრუზე.
ჰერტა (4-2-3-1): კრაფტი - პეკარიკი, ს. ლანგკამპი, ბრუკსი, ვან დერ ბერგი - ჰოსოგაი (70. იანკერი), ნიმაიერი - ალაგუი, რონი, ბენ-ჰატირა - რამოსი (75. ვაგნერი).
გაფრთხილება: კრამერი - ს. ლანგკამპი
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 7-12; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 8(4)-8(2); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 53 050

ნიურნბერგი-აინტრახტი 2:5
გოლები: 0:1 ბარნეტა (21), 0:2 ხოსელუ (49), 0:3 მადლუნგი (53), 1:3 დრმიჩი (64), 2:3 კამპანა (72), 2:4 ხოსელუ (88), 2:5 კადლეცი (92)
ნიურნბერგი (4-1-2-1-2): რ. შეფერი - ფოილნერი, პეტრაკი (21. ბალიჩი), პოგატეცი (62. შტარკი), პლატენჰარდტი - პინოლა - კამპანა, ფრანტცი - კიოტაკე (46. მაკი) - დრმიჩი, პეკჰარტი.
აინტრახტი (4-1-2-1-2): ტრაპი - ს. იუნგი, სამბრანო, მადლუნგი, ჯაპკა (65. ოჩიპკა) - რუსი - ლანიგი, ფლუმი - ბარნეტა - აიგნერი (75. კადლეცი), ხოსელუ.
გაფრთხილება: ფლუმი
გაძევება: პინოლა (80. ნიურნბერგი)
კუთხური: 2-5; ჯარიმა: 19-15; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 13(4)-23(9); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 40 079

ლევერკუზენი-ჰოფენჰაიმი 2:3
გოლები: 0:1 სალიჰოვიჩი (14-პენ), 1:1 კისლინგი (39), 1:2 ფოლანდი (40), 2:2 როლფესი (54), 2:3 მოდესტე (89)
ლევერკუზენი (4-1-2-2-1): ლენო - ჰილბერტი, თოფრაქი, სპაჰიჩი, გუარდადო - როლფესი - ლ. ბენდერი, კასტრო - სემი (71. ჩანი), სონი (71. დერდიოკი) - კისლინგი.
ჰოფენჰაიმი (4-2-3-1): გრალი - ფ. ჯონსონი, შტრობლი, ვესტერგაარდი, ბეკი - რუდი, პოლანსკი - ფოლანდი (83. ელიუნუსი), რობერტო ფირმინო, სალიჰოვიჩი (65. ჰერდლინგი) - მოდესტე (92. კარამანი).
გაფრთხილება: ჰილბერტი - ბეკი, ვესტერგაარდი
კუთხური: 6-2; ჯარიმა: 15-18; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 12(5)-12(7); ბურთის ფლობა: 64%-36%.
მაყურებელი: 28 794

მომდევნო ტური
25 მარტი:
დორტმუნდი-შალკე, ვერდერი-ვოლფსბურგი, ბრაუნშვაიგი-მაინცი, ჰერტა-ბაიერნი
26 მარტი:
ნიურნბერგი-შტუტგარტი, ჰოფენჰაიმი-ჰანოვერი, აუგსბურგი-ლევერკუზენი, ჰამბურგი-ფრაიბურგი, აინტრახტი-გლადბახი

ბომბარდირები:
17 - მარიო მანჯუკიჩი (ბაიერნი); 16 - რობერტ ლევანდოვსკი (დორტმუნდი); 15 - ადრიან რამოსი (ჰერტა); 13 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი), იოზიპ დრმიჩი (ნიურნბერგი), რაფაელი (გლადბახი), რობერტო ფირმინო (ჰოფენჰაიმი); 12 - შტეფან კისლინგი (ლევერკუზენი), თომას მიულერი (ბაიერნი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
თებერვალი 2019 (371)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (540)
ნოემბერი 2018 (413)
ოქტომბერი 2018 (437)
სექტემბერი 2018 (574)
რეკლამა