უცხოური ფეხბურთი
მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი კაშიათი დაინტერესდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების და არნემის “ვიტესის” ცენტრალურ მცველს გურამ კაშიას კლუბში ცუდი პერიოდი უდგას.
კაშია “ვიტესის” კაპიტანია, თუმცა სათამაშო დროს მაინც ვერ იღებს. გულშემატკივრებმაც ჩაატარეს სხვადასხვა აქციები მის მხარდასაჭერად, მაგრამ მწვრთნელმა ამ ყველაფერს მწარედ უპასუხა და განაცხადა, რომ ფანებმა არა მარტო გურამს, არამედ ყველა მოთამაშეს უნდა დაუჭირონ მხარი.

ჰოლანდიური პრესის ინფორმაციით, ლონდონის “ჩელსი” კიდევ ერთხელ დაინტერესდა კაშიათი. “არისტოკრატებს” და არნემელებს ერთმანეთთან საქმიანი ურთიერთობა აქვთ და ფეხბურთელებს ხშირად ცვლიან.

ჯერჯერობით სხვა ცნობა არ გავრცელებულა.








კომენტარის დამატება