აირჩიეთ გუნდი:

რონალდოს შვილი მამას “ შენ არ ხარ ისეთივე კარგი მოთამაშე, როგორც ის "



საახალწლო შესვენების დროს, ცნობილ ფეხბურთელთან კრიშტიანო რონალდოსთან ეგვიპტურმა ტელევიზიამ ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც რონალდომ მისი განვლილი კარიერა თითქმის სრულად გაიხსენა.

რეალ მადრიდის თავდასხმელმა იმ დეტალებზეც ისაუბრა, რაზეც აქამდე კომენტარი არ გაუკეთებია. მისი თქმით, შვილი კრიშტიანო ჯუნიორი საოცარი ბავშვია, რომელსაც ფეხბურთი ძალიან უყვარს.

რონალდოს თქმით, ჯუნიორი მას ხშირად ეუბნება, რომ ის არ არის ისეთივე კარგი მოთამაშე, როგორც ის ერთი. სავარაუდოთ "ის ერთი" ლიონელ მესია, რომლის გულშემატკივარიც კრიშტიანო ჯუნიორია.

ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ ოქროს ბურთის ერთ-ერთ დაჯილდოებაზე, კრიშტიანო რონალდომ, ლიონელ მესის შვილი გააცნო, რა დროსაც შემდეგი რამ უთხრა. " ის შენი თამაშით მოხიბლულია. შენს ვიდეოებს ყოველთვის უყურებს იუთუბზე და აღფრთოვანებულია. "

იხილეთ ვიდეო რონალდუს შვილისა და მესის შეხვედრა >> დააჭირეთ აქ

 
Загрузка...

0

6627
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

დღის სიახლეები

ოფიციალური გვერდი

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.