რას ვერ პატიობს სინამდვილეში რონალდუ ზინედინ ზიდანს და ფლორენტინო პერესს?

რას ვერ პატიობს სინამდვილეში რონალდუ ზინედინ ზიდანს და ფლორენტინო პერესს?

18-06-2017, 16:02

როგორც ევროპული წამყვანი გამოცემები იტყობინებიან კრიშტიანუ რონალდუმ მადრიდის "რეალის" დატოვება გადაწყვიტა, თავდაპირველად ამის მიზეზად პროკურატურის მიერ პორტუგალიელი ფეხბურთელისადმი წაყენებულ ბრალდებებს ასახელებდნენ, მაგრამ კიდევ ერთი მიზეზი გაჩნდა დღეს.

რონალდუს ძალიან არ მოსწონს ის დამოკიდებულება რაც გუნდს ფეხბურთელების მიმართ აქვს, კრიშტიანუ ვერ პატიობს პერესს და ზიდანს გუნდიდან პეპეს გაშვებას. რონალდუს მიაჩნია, რომ მის თანამემამულეს, რომელიც 9 წელი "სამეფო გუნდში" თამაშობდა და ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა გუნდისთვის ძალიან უსამართლოდ მოექცნენ.

რონალდუს აზრით "რეალის" ხემძღვანელობა უკვე ძალიან ბევრ ფეხბურთელს მოექცა ასე და ადრე თუ გვიან მისი დროც დადგება, ამიტომ სანამ ეს დრო დამდგარა, მანამდე სურს მას გუნდის დატოვება.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

შემოგვიერთდით