ოფიციალურად: ლიონემ მესი "რეალში" გადავიდა , მაგრამ ......

ოფიციალურად: ლიონემ მესი

26-08-2017, 14:19

უცნობმა ჰაკერებმა საფეხბურთო კლუბ „რეალის“ Facebook და Twitter აქაუნთები გატეხეს და „ბარსელონას“ არგენტინელი ფორვარდის ლიონელ მესის მადრიდის „რეალში“ გადასვლის შესახებ ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს. ამის თაობაზე Goal.com წერს.

სოციალურ ქსელში შემდეგი სახის ჩანაწერი გავრცელდა: კეთილი იყოს შენი მობრძანება მესი. ეს პოსტები მოგვიანებით წაიშალა. ამ კიბერშეტევაზე პასუხისმგებლობა აიღო ჰაკერთა ჯგუფმა OurMine-მა.

ივლისის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ მესიმ „ბარსელონასთან“ კონტრაქტი გააგრძელა. არგენტინელი ფეხბურთელი კატალონიურ კლუბში 2021 წლამდე დარჩება და კვირაში მილიონ ფუნტს მიიღებს. ამასთან, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მოლაპარაკებების დროს მესის „ბარსელონადან“ წასვლა უნდოდა.


წყარო : imedinews.ge

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით