აი რა თანხას მიიღებენ ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელები მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების შემთხვევაში

უცხოური ფეხბურთი 29-მაი, 00:479 Sportsman 1960 0





ნეიმარ დე სილვა და გაბრიელ ჟესუსი

ცნობილი სპორტული გამომცემლობა Goal მსოფლიოს ჩემპიონატის მოახლოებასთან ერთად იმ თანხის რაოდენობას ასახელებს, რომელსაც გუნდები მსოფლიოს ჩემპიონატის სხვადასხვა ეტაპზე მიიღებენ.

როგორც ცნობილია, წინა მსოფლიოს ჩემპიონატთან შედარებით ბიუჯეტი უფრო გაზრდილია.

მაგალითისთვის გამომცემლობამ ბრაზილიის ნაკრები მოიყვანა, რომელიც მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე 23 კაციანი შემადგენლობით წარსდგება.

იმ შემთხვევაში, თუ ბრაზილიელებმა მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგეს, მაშინ ყველა ფეხბურთელი 1 მილიონ დოლარს მიიღეს, რაც ჯამში 23 მილიონს უდრის, ხოლო სამწვრთნელო შტაბი 15 მილიონს მიიღებს.

საბოლოოდ, გამარჯვებული 38 მილიონს გამოიმუშავებს (ამ თანხაში არ შედის ფედერაციის დანამატი).

ასევე ცნობილია, თუ რა თანხას მიიღებენ გუნდები სხვადასხვა ეტაპზე გასვლისთვის :

ჯგუფური ეტაპისთვის თითოეული გუნდი 8 მილიონ დოლარს მიიღებს.

1/16 ფინალისთვის თითოეული გუნდი 12 მილიონს მიიღებს.

1/4 ფინალისთვის თითოეული გუნდი 16 მილიონს მიიღებს.

მე-4 ადგილზე გამსვლელი გუნდს 22 მილიონი გადაეცემა, ხოლო მე-3 ადგილზე გამსვლელს 24 მილიონი. რაც შეეხება პირველ და მეორე ადგილზე გამსვლელებს, როგორც უკვე ავღნიშნეთ პირველადგილოსანი 38 მილიონს ,მიიღებს, ხოლო მეორე ადგილოსანი 28 მილიონს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018