ვინ გახდება "რეალის" მომავალი მწვრთნელი? ბუკმეიეკერების პროგნოზი ცნობილია.

უცხოური ფეხბურთი 31-მაი, 21:369 Sportsman 1712 0





ვენგერი, კონტე და ლიოვი

ყველასთვის მოულოდნელად, რამდენიმე საათის წინ "რეალის" მთავარი მწვრთნელის პოსტი ზინედინ ზიდანმა დატოვა, რომელიც გუნდს 3 წლის განმავლობაში უდგა სათავეში.

ზიზუს წასვლასთან ერთად, ბუნებრივია გაჩნდა დიდი ინტერესი იმის შესახებ, თუ ვინ გაწვრთნლის მადრიდულ გრანდს მომავალი სეზონიდან. ბუკმეიკერებმა, ამასთან დაკავშირებით ფსონებიც კი შექმნეს, რომლის მიხედვითაც ყველაზე ნაკლები (2) ფსონი ფრანგ არსენ ვენგერს აქვს, რომელმაც სეზონის ბოლოს "არსენალი" დატოვა.

გარდა ვენგერისა, სიაში მოხვდნენ ანტონიო კონტე, გუტი და პოჩეტინოც, რომელთაც საკმაოდ მაღალი კოეფიციენტი აქვთ. ყველა ნაკლები ამ სამიდან კონტეს აქვს (3)

ჯერ-ჯერობით სიას არ შემატებია იოჰან ლიოვი, რომელიც სეზონის პირველი ნახევრის შემდეგ "რეალის" მომავალ მწვრთნელად მოიხსენიებოდა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა