დღის ახალი ამბები

"მე მიყვარს "კვარა"... მსურს მასთან შეხვედრა და შევხვდები კიდეც" - ნეაპოლიტანელი ლამაზმანი ქართველ ვარსკვლავს ისევ სიყვარულს უხსნის

"მე მიყვარს "კვარა"... მსურს მასთან შეხვედრა და შევხვდები კიდეც" - ნეაპოლიტანელი ლამაზმანი ქართველ ვარსკვლავს ისევ სიყვარულს უხსნის

"ნა­პო­ლის" ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვის ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას პი­რა­დი ცხოვ­რე­ბი­სად­მი მე­დი­ის ინ­ტე­რე­სი არ წყდე­ბა. ფეხ­ბურ­თე­ლის სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ არა მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი, არა­მედ იტა­ლი­უ­რი მე­დი­აც აქ­ტი­უ­რად წერს.

ამ ცოტა ხნის წინ ambebi.ge-მ ხვი­ჩას მა­მის ინ­ტერ­ვიუ გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­მაც და­ა­დას­ტუ­რა, რომ ფეხ­ბურ­თე­ლი ნიცა თა­ვა­ძე­ზე და­ი­ნიშ­ნა. გო­გო­ნას შე­სა­ხებ მე­დი­ა­ში ინ­ფორ­მა­ცია პირ­ვე­ლად შე­მოდ­გო­მა­ზე გა­მოქ­ვეყ­ნდა, ხვი­ჩას სა­გულ­შე­მატ­კივ­როდ ჩა­სუ­ლი ნი­ცას ფო­ტო­ე­ბი ნე­ა­პო­ლის სტა­დი­ო­ნი­დან კი სწო­რედ იტა­ლი­ურ­მა მე­დი­ამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

სხვა ცნო­ბი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის ცო­ლე­ბი­სა და შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ნიცა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ტი­უ­რი არ არის. გო­გო­ნა სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვე­რის­ტე­ტის პირ­ველ კურ­სის სტუ­დენ­ტია და სო­ცი­ა­ლუ­რი არ­ხე­ბი­დან მხო­ლოდ "ინ­სტაგ­რამს" იყე­ნებს, სა­დაც 56 000 გა­მომ­წე­რი ჰყავს, თუმ­ცა პოს­ტებს თით­ქმის არ აქ­ვეყ­ნებს.

გო­გო­ნა პე­რი­ო­დუ­ლად მხო­ლოდ სთო­რე­ბად დებს ვი­დე­ო­ებს და ფო­ტო­ებს, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად მისი იტა­ლი­ა­ში სტუმ­რო­ბის დროს არის გა­და­ღე­ბუ­ლი. იტა­ლი­უ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქორ­წი­ლი ზა­ფხულ­ში იგეგ­მე­ბა.

მა­ნამ­დე კი წყვი­ლი­კო­მოს ტბას სტუმ­რობ­და. ნი­ცამ საქმროს­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი რო­მან­ტი­კუ­ლი ფო­ტო­ე­ბი "ინ­სტაგ­რა­მის" სთო­რი­ში გა­მოქ­ვეყ­ნა.

რო­გორც ზე­ვით გიყ­ვე­ბო­დით, ხვი­ჩას პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა­ზე იტა­ლი­უ­რი მე­დია ხში­რად წერს. არც ყვი­თე­ლი თე­მე­ბის ხე­ლოვ­ნუ­რად აგო­რე­ბას ერი­დე­ბა. რამ­დე­ნი­მე თვის წინ ცნო­ბი­ლი იტა­ლი­ე­ლი ინფლუ­ენ­სე­რის პა­ო­ლა სა­უ­ლი­ნოს ინ­ტერ­ვიუ გა­მო­აქ­ვეყ­ნეს, სა­დაც ქალი ქარ­თველ ფეხ­ბურ­თელ­ზე ლა­პა­რა­კობ­და.

"კვა­რა­ცხე­ლია? მე მას­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ. მე ის ჯორ­ჯო ალ­ბერ­ტა­ცის (იტა­ლი­ე­ლი მსა­ხი­ო­ბი ) მა­გო­ნებს, რო­მე­ლიც რთულ საქ­მე­ებს აკე­თებ­და და ეს ყვე­ლა­ფე­რი უმარ­ტი­ვე­სად გა­მოს­დი­ო­და.“

სა­უ­ლი­ნო "ნა­პო­ლის" დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რია, "ვის­თან ერ­თად წა­ვი­დო­დი სა­დილ­ზე? კვა­რა­ცხე­ლი­ას­თან ერ­თად. ის იტა­ლი­ის პრინ­ცია. სა­ო­ცა­რია, რომ მას­ში ძა­ლი­ან ცოტა გა­და­ი­ხა­დეს. ქება დე ლა­უ­რენ­ტისს და ჯი­უნ­ტო­ლის. რომ­ში წა­ვალ, რათა “ნა­პო­ლის” მატ­ჩი ვნა­ხო”, - გა­ნა­ცხა­და მა­შინ პა­ო­ლამ.

რო­გორც ჩანს, პა­ო­ლი­ნა იტა­ლი­უ­რი მე­დი­ის­თვის სა­სურ­ვე­ლი რეს­პონ­დენ­ტია, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მა­შინ თუ სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ კი­თხვა კვა­რა­ცხე­ლი­ა­ზე და­უს­ვან.

ერთ-ერთი ბოლო სტა­ტია, რო­მე­ლიც პა­ო­ლას და ხვი­ჩას შე­ე­ხე­ბა, ასეა და­სა­თა­უ­რე­ბუ­ლი:

"ხვი­ჩა ნი­ცას­თან ქორ­წილს აცხა­დებს, პა­ო­ლა სა­უ­ლი­ნო კი პრო­ვო­კა­ცი­ას აწყობს".

ნე­ა­პო­ლი­ტა­ნელ­მა ლა­მა­ზამნმა, "ინ­სტაგ­რამ­ზე" მიმ­დევ­რე­ბის კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მი­სას, გა­ნა­ცახ­და: "მე მიყ­ვარს კვა­რა... მსურს მას­თან შეხ­ვედ­რა და შევ­ხვდე­ბი კი­დეც...“

წყარო: ambebi.ge




გაზიარება
მოინახულეს 3 216-ჯერ
კომენტარები
მსგავსი საიხლეები
  1. "ბევრი იმედგაცრუება, მძიმე მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, დედისა და ძმების დაკარგვა" - ქართველ ძალოსანთა ტრიუმფის მთავარი შემოქმედის პირადი ცხოვრება, მამის კვალზე წასული ვაჟები და ულამაზესი ქალიშვილები
  2. "კვარა" "ნაცებსაც" უნდა უყვარდეთ, "ქოცებსაც, ორივე ფლანგის გირჩებსაც და ტიფოზებსაც... ყველამ თავისი საქმე აკეთოს"
  3. "მოსკოვში დავიბადე და გავიზარდე.." - სალომე ფაჟავა ოცნებებზე, ტრავმებსა და გამარჯვებებზე - ქართველი სპორტსმენის უცნობი ამბები
  4. "ბევრი იმედგაცრუება, მძიმე მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, დედისა და ძმების დაკარგვა" - ქართველ ძალოსანთა ტრიუმფის მთავარი შემოქმედის პირადი ცხოვრება, მამის კვალზე წასული ვაჟები და ულამაზესი ქალიშვილები
  5. "არასდროს მინანია, რუსეთის ნაკრების წევრი რომ ვიყავი" - ვინ არის და რას ამბობდა წლების წინ "ნაცმოძრაობის" ახალი სახე, რომელსაც რუსეთის წყალბურთის ნაკრებში თამაში გაუხსენეს
რეკლამა