"სიტის" კაკას შეძენა უნდა

უცხოური ფეხბურთი 01-მარ, 16:229 Sportnews 1349 0






"მანჩესტერ სიტი" მზად არის წინადადებით მიმართოს მადრიდის "რეალს" კაკას შეძენის თაობაზე.

ამბიციური "მანჩესტერ სიტი" აპირებს კიდევ ერთი ვარსკვლავი დაიმატოს გუნდში , ინგლისელების მიზაინი ამჯერად ბრაზილიელი ნახევარმცველი რიკარდო კაკაა.

როგორც ესპანური გამოცემა AS იტყობინება ინგლისელებს 28 წლის ბრაზილიერი ფლეიმეიქერის დამატება "სიტის" განზრახული აქვს ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დროს.

კაკა მადრიდის "რეალში" 2009 წელს გადავიდა , მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ მან მასზე გაცემული ავანსები ჯერ ვერ გაამართლა , მიზეზი შეიძლება მისი ტრავმა გახლდათ , რომლის გამო მას წლევანდელი სეზონის პირველი ნახევარი მთლიანად გაუცდა, ახლა კი ძირითადში კონკურენციას ვერ უწევს ახალგაზრდა ოზილს.

კაკას მიმართ ინტერეს გამოხატავვს ასევე ჩელსი , "რუბინი" , "ინტერი" , მაგრამ წინადადების შეთავაზებას ჯერ მხოლოდ "სიტი" აპირებს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018