დღის ახალი ამბები

პოლონელმა სპორტსმენმა ოლიმპიური მედალი გაყიდა და 8 თვის ბავშვს დაეხმარა

პოლონელმა სპორტსმენმა ოლიმპიური მედალი გაყიდა და 8 თვის ბავშვს დაეხმარა

მარია ანდრეიჩიკმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე შუბის ტყორცნაში მოპოვებული ვერცხლის მედალი აუქციონზე გაყიდა, რათა რვა თვის ბიჭუნას გულის ოპერაციის გაკეთებაში ფინანსურად დახმარებოდა.

25 წლის სპორტსმენი აცხადებს, რომ საკუთარი ჟესტით აპირებს მაგალითი მისცეს სხვა ცნობილ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ იმის საშუალება, რომ სხვადასხვა საჭირო ოპერაციების დროს ოჯახებს დაეხმარნონ.

ანდრეიჩიკი საერთოდ არ იცნობს იმ რვა თვის ბიჭუნასა და მის ოჯახს, რომელსაც ფინანსურად დაეხმარა. ეს ოჯახი მალე ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება, სადაც ოპერაცია ჩატარდება. როგორც ცნობილია, ოპერაცია 250 000 დოლარი ღირს, სპორტსმენმა კი საკუთარი მედლის გაყიდვით მიღებული მთლიანი თანხა – 125 000 დოლარი ბავშვის ოჯახს გადასცა.





გაზიარება
მოინახულეს 726-ჯერ
კომენტარები
რეკლამა