საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი და საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი, ზურაბ კახაბრიშვილი პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, ძალოსნობაში მთავარ ექიმად დაინიშნა. მან ამის შესახებ IWF-სგან ოფიციალური წერილი უკვე მიიღო.
"ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) აღმასრულებელი საბჭოს სახელით, გთხოვთ მიიღოთ ჩვენი მილოცვა პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, საერთაშორისო ტექნიკურ ოფიციალურ პირად (ITO) დანიშვნასთან დაკავშირებით", - ნათქვამია ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის, მოჰამედ ჯალუდის წერილში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ოლიმპიურ თამაშებზე, ქართველი ექიმი წარდგენილია საერთაშორისო ფედერაციის მხრიდან, როგორც კონკრეტული სპორტის სახეობის საერთაშორისო ტექნიკური ოფიციალური პირი.
წყარო: europop.ge
ზურაბ კახაბრიშვილი პარიზის ოლიმპიადაზე მთავარ ექიმად დაინიშნა
21-09-2023, 16:57
გაზიარება
მოინახულეს 669-ჯერ
კომენტარები
24-04-2024 10:32
144
"ამ ბიჭის წონა გამარჯვებები მოუტანეთ ქვეყანას და მერე ილაპარკეთ“ - ზურა ხაჩიძე დავით კაჭარავაზე
ვრცლად
24-04-2024 09:05
289
ზურიკო დავითაშვილის მორიგი ბრწყინვალე გოლი საფრანგეთის ლიგა 2-ში (+VIDEO)
ვრცლად
23-04-2024 12:49
888
ფონდი "ქართუს" ჯილდო ეროვნულ ნაკრებს
ვრცლად
23-04-2024 09:46
145
“ფეხბურთის კარიერა მთავრდება 15 წელიწადში, მაგრამ ქართველობას არასდროს დავკარგავ – შევეცდებით, რომ საქართველო სწორ გზაზე, სიმართლის გზაზე წავიყვანოთ” – გიორგი ქოჩორაშვილი
ვრცლად