სოციალურ ქსელში საუკეთესო ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ აქამდე უცნობი ინფორმაცია გავრცელდა. ვაჟა ფშაველას შთამომავალი, ლელა რაზიკაშვილი საკუთარ Facebook-გვერდზე წერს, რომ ჩოგბურთელი წლების წინ ერთ მეცხრე კლასელ ბავშვს დაეხმარა, რომელსაც საზღვარგარეთ გადაუდებელი ოპერაცია სჭირდებოდა.
„მეცხრე კლასში იყო ჩემი შვილი, როცა თავისი კლასელის მძიმე ავადმყოფობის ამბავი მოიტანა სახლში. შევწუხდი ძალიან, წუხდა და დარდობდა მთელი კლასი. ბავშვებმა ფულიც კი შეაგროვეს მისთვის, ისე საჩუქრებით რომ გაეხარებინათ, თორე ის კაპიკები მის მკურნალობას როგორ ეყოფოდა! ხშირად ვკითხულობდი მის ამბავს.ბოლოს კარგი ამბავი გავიგე, ბავშვი გერმანიაში წაიყვანეს, ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში და გადაარჩინეს! მკურნალობის თანხა თავიდან ბოლომდე წარმატებულ და შეძლებულ ჩოგბურთელს დაუფარავს…
როცა ბასილაშვილის ოჯახური სკანდალი აგორდა, მაშინღა გავიგე, ვინ ყოფილა ის ჩოგბურთელი ბავშვს რომ უშველა“ – წერს ლელა რაზიკაშვილი.
ბასილაშვილმა ბავშვი სიკვდილისგან იხსნა - რა გმირობა ჩაიდინა ქართველმა ჩოგბურთელმა ?
14-10-2023, 11:31
გაზიარება
მოინახულეს 37 154-ჯერ
კომენტარები
28-03-2024 12:59
1
„კვარა, ბუდუ, ზურიკო…“ – სად აღნიშნეს ბიჭებმა დავითაშვილის შვილის ნათლობა
ვრცლად
28-03-2024 11:51
60
“დიმა, რა დღეში ხარ!” – დიმა ობოლაძის ემოციები საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვების შემდეგ
ვრცლად
28-03-2024 09:00
469
მადლობა ბიჭებს, რომ ჩვენი თაობის ოცნებაც შეგვისრულეს - თემურ ქეცბაია პირდაპირ ეთერში ატირდა (ვიდეო)
ვრცლად
28-03-2024 08:46
2 060
საქართველომ საბერძნეთი თექვსმეტრიანების სერიაში დაამარცხა - ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელებს იპყრობს
ვრცლად