რონალდუს “ბარსელონასთან” შეხვედრა არ უნდა

რონალდუს “ბარსელონასთან” შეხვედრა არ უნდა

17-03-2011, 22:04

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში, “ლიონთან” 3:0 მოგებული შეხვედრის შემდეგ, კომენტარი გააკეთა მადრიდის “რეალის” პორტუგალიელმა ვარსკვლავმა.კრიშტიანუ რონალდუმ, რომელმაც შემდეგ ეტაპზე “მანჩესტერთან”, ან “შალკესთან” თამაში ისურვა.

“რეალის” მე-7 ნომერს, 1/4-ფინალში “ბარსელონასთან” თამაში არ უნდა, რადგან იგი “ბლაუგრანას”, შესაძლო ვარიანტებიდან, ყველაზე ძლიერ გუნდად მიიჩნევს.
“ლიონთან” გამართულ შეხვედრაში ჩვენ ვდომინირებდით. შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ და დავიმსახურეთ კიდეც შემდეგ ეტაპზე გასვლა. 1/4-ფინალში სუსტი გუნდები არ არსებობენ, ამიტომ მუშაობის გაგრძელება გვმართებს.

თუ პოტენციურ მეტოქეებზე ვისაუბრებთ, ვიტყვი, რომ არ მსურს “ბარსელონასთან” შეხვედრა, რადგან ჩემის აზრით, 7 გუნდიდან, ყველაზე ძლიერები კატალონიელები არიან. უფრო მისაღები ვარიანტებია “მანჩესტერ იუნაიტედი” და “შალკე” – ციტირებს პორტუგალიელის სიტყვებს მადრიდული Marca.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

შემოგვიერთდით