ჟოზე მოურინიო: "ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ"

უცხოური ფეხბურთი 20-მარ, 20:299 Sportnews 1260 2





რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ესპანეთის ჩემპიონატის 29-ე ტურის გასვლით მატჩში "ატლეტიკოს"(2:1) დამარცხების შემდეგ ამ შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა. პორტუგალიელი სპეციალისტის თქმით, ის თავისი შეგირდებით ამაყობს, რადგან მათ ხასიათის სიმტკიცე გამოავლინეს და დადებით შედეგს მიაღწიეს.

"ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. იოლი შეხვედრა არ ყოფილა, ფეხბურთელები დაღლილები იყვნენ. არბიტრმა მოედანზე დაძაბული და მძაფრი ბრძოლის მიუხედავად, უბრალოდ ბრწყინვალედ იმუშავა.

შესანიშნავად ითამაშა კასილასმა, თუმცა არ მომეწონა, რომ მცველები მეტოქეს მისი კარის მისამართით დარტყმის საშუალებას ხშირად აძლევდნენ. ნებისმიერ შემთხვევაში ჩემი გუნდით ვამაყობ", - განაცხადა მოურინიომ.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარები 2

Sportnews 21-მარ, 20:26

beckham.23,

გეთანხმები ყველაფერში

beckham.23 21-მარ, 20:05

გენაცვალე მაგარი კაცი ხარ. რეალის პროგრესი აშკარაა და ეს შენი დამსახურებაა
კომენტარის დატოვება






რეკლამა