Image

ნესტა წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე

უცხოური ფეხბურთი 07-აპრ, 21:149 slim4you 1277


"როსონერის" ლეგენდამ, ვეტერანმა მცველმა, ალესანდრო ნესტამ ისაუბრა წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე...

გთავაზობთ მის მიერ "მილანის" ოფიციალური არხისთვის მიცემულ ინტევრიუს:

"ელ მადონინაზე":
"ინტერთან" მატჩამდე ჩვენ ცუდი პერიოდი გვქონდა, გამოვეთიშეთ "ჩემპიონთა ლიგას", დავკარგეთ არაერთი მნიშვნელოვანი ქულა "სერია ა"–ში. მაგრამ არც ინტერი იმყოფებოდა სასურველ ფორმაში. ჩვენი მიზანი ამ თამაშში იყო გამარჯვება! რასაც საბოლოოდ მივაღწიეთ ბევრი შრომითა და თავდადებით. ეს იყო უდიდესი ნაბიჯი ჩემპიონობისთვის"

"სერია ა"–ზე"
"ამ სეზონში ჩვენ არაერთი დასანანი მარცხი განვიცადეთ, მაგალითად "რომასთან", შეგვეძლო იმ მატჩის მოგება მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ დავმარცხდით, იგივე შემიძლია ვთქვა "სან სიროზე" "ბებერი ქალბატონის" წინააღმდეგ თამაშზე. ახლა მხოლოდ რამოდენიმე თამაშიღა დაგვჩა ჩასატარებელი და თითოეულ მათგანში უნდა მოვახერხოთ და ავიღოთ ქულათა მაქსიმუმი. დერბიში გამარჯვება ჩვენთვის დიდი ფსიქოლოგიური უპირატესობაა და მე მჯერა, რომ "მილანი" შეძლებს სკუდეტოს მოგებას."

მომავალზე:
"რაც შეეხება ჩემს მომავალს, უკვე 35 წლის ვარ, რაც იმის მანიშნებელია, რომ ფიზიკური მონაცემები არ მიწყობს ხელს ყველა თამაშში 90 წუთი ვითამაშო. მე განვაცხადე, რომ ჩემი კარიერა დასასრულს უახლოვდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ამ სეზონის დამთავრების შემდეგ წავალ დიდი ფეხბურთიდან, კვლავ მსურს "მილანს" დავეხმარო...! "

"ფიორენტინათან" მატჩზე:
"ჩემი აზრით ეს იქნება საჩემპიონო მატჩი, რადგან ამ თამაშის შემდეგ ჩვენ შედარებით სუსტ მეტოქეებს ვხვდებით, მაგრამ რათქმაუნდა საკუთარ თავს მოდუნების უფლება არ უნდა მივცეთ, ძალიან ახლოს ვარ ჩემპიონობასთან და ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ, ფლორენციაში 3 ქულისთვის მივდივართ! "


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (192)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა