Image

ნახევარფინალისტები გაირკვნენ

უცხოური ფეხბურთი / ევროტურნირები 14-აპრ, 16:139 Sportnews 1478


გუშინ ჩემპიონთა ლიგის დარჩენილი 2 ნახევარფინალისტი ვინაცობაც გაირკვა, როგორც მოსალოდნელი იყო პირველ შეხვედრაში მიღწეული წარმატება არც "რეალმა" და არც "შალკე" არ გაანიავეს და მეტიც მეორე შეხვედრაშიც დაამარცხეს მეტოქეები.

მიუხედავად პირველ შეხვედრაში დაფიქსირებული შედეგებისას ორივე შეხვედრა კარგი სანახავი და დაძაბული გამოვიდა , განსაკუთრებით აღსანიშნავია "შალკე"-"ინტერის" დაპირისპირება , სადაც 3 გოლი გავიდა, ორი მასპინძლებმა გაიტანეს , ერთი კი იტალიელებმა და საბოლოდ შეხვედრა "შალკეს" გამარჯვებით დასრულდა 2:1.

გელზენკირხენში გამართულ მატჩში, ანგარიში ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირმა გახსნა. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მილანელებს დაცვაში სერიოზული პრობლემები აქვთ. “ნერაძურის” უკანახაზელებმა რაულს დერეფანი გაუკეთეს და ესპანელი თავდამსხმელი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, რასაც სეზარის მოტყუება და ცარიელ კარში 71-ე საჩემპიონთალიგო გოლის გატანა მოჰყვა.

II ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როდესაც სტუმრებმა ბურთი კუთხურიდან მოაწოდეს და ლუსიოს დარტყმულს, მეტოქის კართან ახლოს მყოფმა მოტამ შეუცვალა მიმართულება შედეგიანად. ბრაზილიური ფესვების მქონე იტალიელის გოლმა “ინტერი” მარცხისგან ვერ იხსნა. 81-ე წუთზე, რაულმა აქტივში უკვე საგოლე გადაცემა ჩაიწერა. ესპანელი შემტევის გადაცემის შემდეგ, სეზართან პირისპირ უკვე ჰიოვედესი გავიდა, რომელმაც ძლიერი და ზუსტი დარტყმით, შეხვედრას წერტილი დაუსვა.

მეორე შეხვედრაც დაძაბული გამოდგა , "ტოტენჰემი" ცდილობდა, რომ ღირსეულად დაემთავრებინა გამოსვლა ჩემპიონთა ლიგაზე და ბოლო შეხვედრა არ წაეგოთ , მაგრამ მცდელობა უშედეგო გამოუვიდათ და "რეალმა" 1:0 გაიმარჯვა.

ეხვედრის 50-ე წუთზე, “რეალის” პორტუგალიელმა ვარსკვლავმა დაახლოებით 30 მეტრიდან, ბურთი პირდაპირ გომესის მიმართულებით გაგზავნა. მართალია, პორტუგალიელის დარტყმული საკმაოდ ძლიერი იყო, მაგრამ მასპინძელთა ბრაზილიელ კიპერს, მისი მოგერიება მაინც მართებდა და ვინაიდან მან ეს ვერ მოახერხა, “რეალმა” კიდევ ერთხელ დაამარცხა “ტოტენჰემი”.

შალკე-ინტერი 2:1 (1:0)

გელზენკირხენი, “ველტინს არენა” 58612

შალკე (4-4-2):
ნოიერი, უჩიდა, მეტცელდერი, ჰიოვედესი, სარპეი, ბაუმიოჰანი (დრაქსლერი 73), მატიპი, პაპადოპულოსი, ხურადო (შმიტცი 86), რაული, ედუ (ხარისტეასი 77).

მწვრთნელი: რალფ რანგნიკი.

ინტერი (4-3-1-2): სეზარი, მაიკონი, რანოკია, ლუსიო, ნაგატომო, სტანკოვიჩი (პანდევი 46), მოტა, ძანეტი, სნეიდერი (კოუტინიო 80), ეტოო, მილიტო.

მწვრთნელი: ლეონარდო.

გოლები: 1:0 რაული (45), 1:1 მოტა (49), 2:1 ჰიოვედესი (81).

გაფრთხილებები: რაული 42, პაპადოპულოსი 66, შმიტცი 87 – ლუსიო 30, მოტა 58, რანოკია 90.

მსაჯი: დამირ სკომინა.

ბურთის ფლობა: 40%-60%, დარტყმა: 5 (3)-11 (5), კუთხური: 7-12, თამაშგარე: 3-4, სეივი: 4-1, ჯარიმა: 27-11.



ტოტენჰემი-რეალი 0:1 (0:0)

ლონდონი, “უაიტ ჰარტ ლეინი” 34326


ტოტენჰემი (4-4-1-1): გომესი, ჩორლუკა, გალასი, დაუსონი, ასუ-ეკოტო, ლენონი (დეფო 60), ჰადლსტოუნი (სანდრო 71), მოდრიჩი (კრანჩარი 83), ბეილი, ვან დერ ვაარტი, პავლიუჩენკო.

მწვრთნელი: ჰარი რედნაპი.

რეალი (4-2-3-1): კასილიასი, რამოსი (გრანერო 57), კარვალიო, ალბიოლი, არბელოა, ალონსო (ბენზემა 75), ხედირა, რონალდუ (კაკა 65), იოზილი, მარსელო, ადებაიორი.

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო.

გოლი: 0:1 რონალდუ (50).

გაფრთხილებები: კარვალიო 39, გრანერო 79.

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი.

ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 12 (5)-9 (4), კუთხური: 4-5, თამაშგარე: 3-1, სეივი: 3-6, ჯარიმა: 9-15.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
თებერვალი 2019 (367)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (540)
ნოემბერი 2018 (413)
ოქტომბერი 2018 (437)
სექტემბერი 2018 (574)
რეკლამა