Image

"რეალი" 1-1 "ბარსელონა"

უცხოური ფეხბურთი 17-აპრ, 02:369 Sportnews 3202


















დასრულდა პირველი "ელ კლასიკო" , "სანტიაგო ბერნაბეუზე" მეტად საინტერესო და დაძაბული შეხვედრა გაიმართა. მატჩი 1:1 დამთავრდა , შეხვედრაში ორივე გოლი თერთმეტმეტრიანით გავიდა.

პირველ ტაიმი დაძაბულად წარიმართა , "ბარსელონა" , როგორც ყოველთვის ბურთს აკონტროლებდა , "რეალი" კი სწრაფი კონტრიერიშით ცდილობდა ფონს გასვლას , აშკარა იყო , რომ მოურინიომ ჩაკეტილი ფეხბურთით თამაში ამჯობინა დასაწყისში , რადგან სამი საყრდენით დაიწყო თამაში.

პირველ ტაიმში ორივე გუნდს ჰქონდა საკმაოდ კარგი მომენტები , აღსანიშნავია მესის მომენტი , რომელიც მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ კასილასმა აჯობა მესის , გამოსაყოფია რონალდუს სახიფათო ჯარიმები და პირველი ტაიმის ბოლო წუთზე "რეალის" მომენტი, როდესაც რამოსის დარტყმის შემდეგ ადრიანობ კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი.

მეორე ტაიმი კარგი სანახავი გამოვიდა , პირველი მომენტი მადრიდელებს ჰქონდათ , როდესაც რონალდუს დარტმის შემდეგ ბურთი გვერდითა ძელს მოხვდა. შეხვედრის 52-ე წუთზე ძალიან ცუდად ითამაშა რაულ ალბიოლმა , რომელიც ჯერ პოზიციურად შეცდა, შემდეგ კი პირისპირ დარჩენილი თავის ყოფილი თანაგუნდელი ვილია ხელით დაიჭირა.

მსაჯმა "რეალის" კარში პენალი დადო და ალბიოლი გააძევა მოედნიდან , პენალი გოლად მესიმ აქცია, რომელიმაც ნავსი გატეხა და მოურინიოს გუნდს გაუტანა.



"რეალი" ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა , ამის შემდეგ ორივე მწვრთნელმა განახორციელეს ცვლილებები , მაგრამ განსაკუთრებით გაამართლა მოურინიოს შეცვლებმა . "რეალი" ცდილობდა და რაც შეეძლო უტევდა, შექმნა რამოდენიმე მომენტი მაგრამ უშედეგოდ, "ბარსელონა" კი მთლიანათ ფლობდა ტერიტორიულ უპირატესობას.

შეხვედრის 81-ე წუთზე მარსელომ შენანისნავად ითამაშა, მცველი შეტევაში ჩაერთო , ის საჯარიმო მოედანში წააქციეს და მსაჯმა უკვე მეორე თერთმეტმეტრიანი დადო. პენალით თავის გოლი გაიტანა რონალდუ და მანაც გატეხა ნავსი და გაუტანა ბარსელონას.



საბოლოოდ შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა , შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად შეიძლება დასახელდეს მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი პეპე, რომელმაც დაკისრებულ მოვალეობას შესანიშნავად გაართვა თავის , მომავალი "ელ კლასიკო" კი სულ ახლოსაა , რომელიც 20 აპრილს გაიმართება.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
saba 17 აპრილი 2011 14:40
3 ფუ 9
Sportnews 17 აპრილი 2011 02:38
ღანუს სამზე დავწერე ეს სტატია და თუ ბევრი შეცდომა მაქვს არ დამძრახოთ
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (250)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა