მოურინიო პრესკონფერაციას არ გამართავს

უცხოური ფეხბურთი / ევროტურნირები 02-მაი, 15:409 Sportnews 1182 2






მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ, ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი ნახევარფინალის მატჩისწინა პრესკონფერენციაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

Marca-ს ინფორმაციით, პორტუგალიელი სპეციალისტი “ბარსელონასთან” გასამართი მატჩის წინ, ხვალ ჟურნალისტების წინაშე არ წარსდგება.

პორტუგალიელი მწვრთნელი, მსაჯმა პირველი შეხვედრის მსვლელობისას ტექნიკური ზონიდან გააძევა და ასეთი გადაწყვეტილება ამის გამო მიიღო. მოურინიო ამით საკუთარ პროტესტს გამოხატავს, მის ნაცვლად კი, ჟურნალისტების წინაშე მისი ასისტენტი აიტორ კარანკა წარდგება. მის გარდა, პრესკონფერენციაზე “რეალის” თავდამსხმელი კარიმ ბენზემაც გამოცხადდება.

“ბარსელონას” და “რეალის” განმეორებითი შეხვედრა ოთხშაბათს, “ნოუ კამპზე” გაიმართება. პირველი შეხვედრა კატალონიელებმა სტუმრად, “სანტიაგო ბერნაბეუზე” 2:0 მოიგეს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები 2

Mr.Black And White 03-მაი, 15:07

ვერ გავა რეალი ////

Sportnews 02-მაი, 15:41

კარანკა გაიყვანს რეალს ფინალში 9 6
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018