Image

რონალდუ ლა ლიგის ისტორიაში საუკეთესოა

უცხოური ფეხბურთი 16-მაი, 19:249 Sportnews 1800


















კრისტიანო რონალდუმ ლა ლიგის 37-ე ტურში სტუმრად "ვილიარეალთან" შეხვედრაში დუბლის გაფორმება შეძლო და ლა ლიგის ისტორიაში საუკეთესო გახდა ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით.

თუ "მარკას" დავუჯერებთ კრიშტიანუს მიმდინარე სეზონში უკვე 39 გოლი აქვს და მან უკვე დაამხო ტელმო სარამის და უგო სანჩესის რეკორდი , მაგრამ ოფიციალურად რონალდუს ჯერ 38 გოლი აქვს და მან კი არ დაამხო აღნიშნული რეკორდი , არამედ გაიმეორა.

რონალდუმ წელს თავის უშუალო კონკურენტს ლიონელ მესის მთელი 7 გოლით გაასწრო და "პიჩიჩის" მოგება გარანტირებული აქვს , ის ბოლო სამ შეხვედრაში შეუდარებელი იყო და მთლიანობაში მან უკანასკნელ სამ შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა.

ოფიციალურად რონალდუს რა თქმა უნდა ენდომება დაამყაროს თავის რეკორდი ლა ლიგაში ერთ წელს გატანილი გოლების რაოდენობის მხრივ საუკეთესო გახდეს , ამისთვის მას ბოლო ტურში 1 გოლიც ჰყოფნის , "რეალი" ბოლო ტურში სრულიად უმოტივაციო "ალმერიას" დაუპირისპირდება და რთული წარმოსადგენია , რომ როდესაც მთელი "რეალი" რონალდუს გოლის გატანაზე იფიქრებს , მან ვერ შეძლოს ეს. ასე , რომ დიდი შანსია ლა ლიგას ახალი საუკეთესო რეკორცმენი ჰყავდეს უკვე ერთ კვირაში.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Sportnews 16 მაი 2011 19:30
წელს შესანიშნავი იყავი რონალდუ , მომავალ სეზონში კიდევ უფრო უნდა მოუმატო როგორც შენ ასევე რეალმა
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
აპრილი 2019 (361)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
ნოემბერი 2018 (413)
რეკლამა