Image

კუნ აგუერო რეალში?

უცხოური ფეხბურთი 25-მაი, 19:579 Sportnews 1775


ყველაფერი იმისკენ მიგვანიშნებს , რომ მადრიდის "რეალის" მორიგი შენაძენი არგენტინელი კუნ აგუერო იქნება.

ესპანური პრესა , კერძოდ კი "მარკა" უკვე აქტუალურად წერს კუნ აგუეროს შესაძლო გადაბარგებას პირველ მადრიდულ გუნდში. საქმე კი გახლავთ შემდეგში , არგენტინელმა პრესასთან საუბარში განაცხადა, რომ მას უკვე გადაწყვეტილი აქვს მადრიდის "ატლეტიკოს" დატოვება , შემდეგ კი მან ახალი ბინა იყიდა მადრიდში , კერძოდ ბენზემას, კაკას , რონალდუს და მოურინიოს გვერდძე , ეს საკმაოდ დამაფიქრებელი ფაქტია , თუ აგუერო მადრიდის დატოვებას აპირებს , რათ უნდოდა მეორე ბინა , ალბათ აგუერო არა მადრიდის არამედ მადრიდის "ატლეტიკოს" დატოვებას აპირებს.

ასევე საინტერესოა კუნ აგუეროს თანაგუნდელის ტომას უიფალუშის განცხადება , რომელმაც პრესას შემდეგი რამ უთხრა: "კუნმა გადაწყვიტა მადრიდის "რეალში" გადასვლა. მას უკვე დაახლოებით 3-4 თვეა, რაც გადაწყვეტილი აქვს გუნდიდან წასვლა და სხვა ტოპ-კლუბში გადასვლა".

ლეგენდარული არგენტინელი დიეგო მარადონა , რომელიც სერხიო აგუეროს სიმამრია , უკვე წლევანდელი წლის დასაწყისიდან გაიძახის , რომ იგი აგუეროს "რეალში" ხედავს და აგუერო აუცილებლად ითამაშებს "სამეფო გუნდში".

ფაქტია ყველაფერი იქითკენ მიუთითებს , რომ არგენტინელი "რეალში" გადავა , მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ პოზიცია არ დაუფიქსირებიათ "რეალის" წარმომადგენლებს.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Sportnews 25 მაი 2011 20:01
კალეხონი , რონალდუ , ბენზემა , იგუაინი , აგუერო , დი მარია , ოზილი , კაკა , ალტინტოპი , კანალესი , პედრო ლეონი

თუ აგუეროც იყიდა , ასეთი გამოდის რეალის შემტევი ფეხბურთელების სია , ვთქვათ კანალესი და პედრო ლეონი გაუშვეს , კაკა-ოზილმა შემტევი ნახევამრცველი პოზიციაზე , რონალდუ და დი მარია კრაიზე , ძირითად ფორვარდზე იგუაინი , ბენზემა და აგუერო იბრძოლებენ ალბათ , მასე გამოდის თუ დაიმატა , ამ ალტინტობს და კალეხონს რაღა უნდათ ? კალეხონს ფორვარდათაც , კრაიზეც და შემტევ ნახევამრცველადაც შეუძლია თამაში , მარა ვის გაუწევს ეგ კონკურენციას? მოურინიოს კი მაგარი საფიქრალი ექნება
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
dato_cule 25 მაი 2011 19:58
გამორიცხულია!!! ეს იგივეა ესპანიოლიდან ბარსაში რო გადახვიდე
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
თებერვალი 2019 (371)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (540)
ნოემბერი 2018 (413)
ოქტომბერი 2018 (437)
სექტემბერი 2018 (574)
რეკლამა