სკოულზმა კარიერა დაამთავრა

უცხოური ფეხბურთი 31-მაი, 22:229 dato_cule 1403 3





,,მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა პოლ სკოულზმა გადაწყვიტა საფეხბურთო კარიერა დაასრულოს, მაგრამ იგი ,,მანიუს" სამწვრთნელო შტაბში გააგრძელებს მოღვაწეობას. სკოულზს, რომელიც ,,მანჩესტერის" აღზრდილია, პირველ გუნდში 650 – ზე მეტი შეხვედრა აქვს ჩატარებული და იგი ფანებისთვის ერთ–ერთ უსაყვარლეს ფეხბურთელად რჩება.

,,მე არ მიყვარს ბევრი ლაპარაკი, მაგრამ მინდა ავღნიშნო, რომ ,,მანჩესტერში" დიდი ხნით ფეხბურთის თამაში ჩემი ოცნება იყო, რაც საბედნიეროდ ამიხდა. ძალიან გახარებული და ბედნიერი ვარ ამით. ვფიქრობ, რომ ახლა იდეალური დროა კარიერის დასრულებისთვის".

აქვე ავღნიშნავ, რომ მან ,,წითელი ეშმაკების" მაისურით 24 ოქროს მედალი მოიპოვა, აქედან 10 პრემიერ ლიგა და 2 ჩემპიონთა ლიგა.

,,ადვილი გადაწყვეტილება ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ დრო თავისას შვრება. მინდა დიდი მადლობა გადავუხარო ფანებს, რომლებიც გასაჭირშიც კი გვერდში მედგნენ, ასევე მწვრთნელებს და ფეხბურთელებს, ვისთან ერთადაც მრავალი წელი ვითამაშე. მაგრამ ყველაზე მეტად მინდა მადლობა გადავუხადო სერ ალექს ფერგიუსონს, რომელიც შესანიშნავი მწვრთნელია. იმ დღიდან მოყოლებული, როდესაც სადებიუტო მატჩი ჩავატარე კლუბში, იგი ძალიან ღია იყო ჩემს მიმართ და დარწმუნებული ვარ, რომ გუნდი მისი მეთაურობით კიდევ უამრავ ტიტულს მოიგებს".

თავად ფერგიუსონმაც საქებარი სიტყვები არ დაიშურა სკოულზის მიმართ:

,,რა შემიძლია ვთქვა ახალი, რაც მე მასზე ჯერ კიდევ ნათქვამი არ მაქვს? მართლაც განუმეორებელ ფეხბურთელს ვემშვიდობებით. ძალიან თავდადებული, შრომისმოყვარე და ერთგული კლუბის მიმართ. იგი უბრალოდ შეუდარებელია. დარწმუნებული ვარ, რომ ახალ სამუშაოსაც კარგად გაართმევს თავს".

შეგახსენებთ, რომ პოლი მომავალი სეზონიდან კლუბის სამწვრთნელო შტაბში განაგრძობს კარიერას.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარები 3

13_FCB 17-ივნ, 14:23

მახსოვს ერთხელ ამან ბარსას რა გოლი გაუჭედა მართალია ბარსას ფანი ვარ მაგრამ..................

tokisha2 31-მაი, 22:38

მიყვარხარ პოლ!!! :*

dato_cule 31-მაი, 22:24

მაგარი კაცია, კარგია რო წავიდა ბოლოს უკვე ვერარაფერს შვრებოდა
კომენტარის დატოვება






რეკლამა