Image

მაქსველი შესაძლოა კაპდევილიამ შეცვალოს

უცხოური ფეხბურთი 15-ივლ, 00:129 bichikich 1472


















ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაციები, რომ კატალონიის "ბარსელონას" ბრაზილიელი მარცხენა მცველის, მაქსველის შეძენით იტალიური "მილანი" და ინგლისური "მანჩესტერ სიტი" არიან დაინტერესებულნი. ბრაზილიელის წასვლის შემთხვევაში კი "ბარსელონას" თავის გუნდში "ვილიარეალის" ესპანელი ფეხბურთელის, ხოან კაპდევილიას მოწვევა შეუძლია... "სერია ა"–სა და "პრემიერ ლიგის" ბინადარი გუნდების მესვეურებს მაქსველის შეძენა სურთ, – ავრცელებს ინფორმაციას ესპანური გამოცემა "ელ მუნდო დეპორტივო". მაქსველის წასვლა კი სიურპრიზი არავისთვის იქნება, რადგანაც ამაზე საუბარი ჯერ კიდევ სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე მიდიოდა, თუმცა თავად ფეხბურთელის აგენტი აცხადებდა, რომ მაქსველს გუნდში დარჩენა სურდა. იმ შემთხვევაში, თუ მაქსველი გუნდს დატოვებს, "ბარსას" მისი შეცვლა ხოან კაპდევილიათი შეუძლია. მართალია ესპანელ მცველს ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი კიდევ 2 წლით აკავშირებს, თუმცა "ვილიარეალის" ხელმძღვანელები მას წასვლის ნებას აძლევენ და თანაც სრულიად უფასოდ. ასე რომ, მომავალ სეზონში შესაძლოა 33 წლის ფეხბურთელი "ბარსას" ფორმით მორბენალი ვიხილოთ. არსებობს აზრი იმის შესახებ, რომ მაქსველი შესაძლოა ალექსის სანჩესის, ან ცესკ ფაბრეგასის ტრანსფერში იქნას ჩართული. აქვე შეგახსენებთ, რომ კატალონიის "ბარსელონა" ახლა "ვალენსიას" მარცხენა მცველის, ხორდი ალბას შეძენითაცაა დაინტერესებული, რომელიც კაპდევილიაზე 11 წლით უმცროსია

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (190)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა