"რეალმა" "ლოს ანჯელესი" გაანადგურა

17-07-2011, 13:25

დღეს გამთენიისას საინტერესო შეხვედრა გაიმართა ერთმანეთის წინააღმდეგ ბექემის ყოფილი გუნდი "რეალი" და ამჟამინდელი გუნდი "ლოს ანჯელესი" დაუპირისპირდა.

როგორც მოგეხსენებათ მადრიდის "რეალს" ამერიკულ ტურნე აქვს , სადაც პირველი შეხვედრა გამართა და ძალიან ადვილადაც დაამარცხა მეტოქე, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი კი ახალწვეული ფაბიო კოენტრაუ გახდა.

მოურინიომ ძირითად შემადგენლობაში რამდენიმე ახალგაზრდა და ახალწვეული დააყენა , რომლებმაც თავი შესანიშნავად გამოიჩინეს, როგორც ავღნიშნე მატჩის საუკეთესო ფებხურთელი კოენტრაუ გახდა, ამის გარდა პირველ ტაიმში გოლის გატანა მოახერხა "რეალის" კიდევ ერთმა ახალწვეულმა კალეხონმა. მალევე ორამდე გაზარდა ანგარიში ახალგაზრდა კანტერამ ხოსელუმ. პირველი ტაიმი 2-0 მოიგო "რეალმა.


მეორე ტაიმი უხვგოლიანი გამოდგა , "რეალმა" 2ჯერ გაიტანა , "ლოს ანჯელეს გალაქსმა" კი ერთხელ , მესამე გოლი უკვე "რეალის" ბომბარდირმა პორტუგალიელმა რონალდუმ გაიტანა , რასაც ხუთ წუთში უკვე ბენზემას გოლი მოჰყვა. 68-ე წუთზე ამერიკელებმა ხრისტმანმა პრესტიჟის გოლი გაიტანეს.

"ლოს ანჯელესი" (აშშ) - "რეალი" (ესპანეთი) - 1:4 (0:2)
გოლები: ხრისტმანი, 68 - კალეხონი, 31. ხოსელუ, 40. რონალდო, 53. ბენზემა, 58.

"რეალი": კასილასი (ადანი , 49), მარსელო (ნაჩო, 51), კარვალიუ (ვარენი, 86), პეპე (ალბიოლი 51), რამოსი (არბელოა 52), კოენტრაი (კასადო, 75), კაკა (ოზილი, 50), ხედირა(რონალდუ 50), გრანერო (ხაბი ალონსო 50), კალეხონი (ხესე, 64), ხოსელუ (ბენზემა, 51).

# 1454ავტორი: admin
რა გინდა რეალი კარგად გაერთო :D
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

შემოგვიერთდით