Image

დროგბა: ბოლომდე ვიბრძოლებ!

უცხოური ფეხბურთი 23-ივლ, 12:289 slim4you 2634


დიდიე დროგბამ უარყო ინფორმაცია, რომლის თანახმად ის "ჩელსის" აუცილებლად დატოვებდა და განაცხადა, რომ დარჩება "არისტოკრატების" რიგებში და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რათა ფერნანდო ტორესს ძირითადში ადგილი წაართვას.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში პრესაში გარვცელდა ინფორმაცია, თითქოს დროგბა "გალათასაირიში" გადადიოდა, მაგრამ კოტდიუვარელმა ეს უარყო.

"მომვალ სეზონში მე კვლავ "არისტოკრატების" რიგებში ვიქნები. უკვე ახალ კონტრაქტზე მიდის მოლაპარაკებები. ყველამ იცის ჩემი დამოკიდებულება "ჩელსის" მიმართ. რამდენიმე წლის წინ მე ვთქვი, რომ ვიქნებოდი "ჩელსის" მოთამაშე მანამ, სანამ კონტრაქტი მექნებოდა და მე აქ ვარ და მსურს, რომ კარიერა სწორედ არ გუნდში დავასრულო! " - ციტირებს დროგბას სიტყვებს "ტელეგრაფი".

საინტერესოა, ის ფაქტიც, რომ "ლურჯების" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ იგი არ აპირებს ორი ფორვარდით თამაშს, შესაბამისად ლოგიკურია დროგბას სათადარიგოთა სკამზე აღმოჩენა, მაგრამ როგორც ჩანს დროგბა დანებებას არ აპირებს და ბოლომდე იბრძოლებს.

"კონკურენცია ყოველთვის არის, მე უკვე 33 წლის ვარ მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, მე შემიძლია ბოლომდე ვიბრძოლო!" - დაასრულა დიდიე დროგბამ.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
თებერვალი 2019 (371)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (540)
ნოემბერი 2018 (413)
ოქტომბერი 2018 (437)
სექტემბერი 2018 (574)
რეკლამა