ჩელსის ბენზემა მოუნდა

უცხოური ფეხბურთი 26-ივლ, 15:269 Richie 1436 0






როგორც მოგეხსენებათ ლონდონის "ჩელსის" მთავარ მწვრთნელად ვილიაშ-ბოაში დაინიშნა. იგი ცდილობს შეიძინოს "ანდერლეჩტიდან" რომელუ ლუკაკუ და "პორტუდან" რადამელ ფალკაო.

მაგრამ როგორც ჩანს, ვილიაშ-ბოაში ამით არ კმაყოფილდება. რადგან გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ რომ, ლონდონის "ჩელსის" მთავარ მწვრთნელს სურს, რომ "არისტოკრატების" რიგებში იხილოს 23 წლის ახალგაზრდა ფრანგი ფეხბურთელი კარიმ ბენზემა.

ბოაშს მოსწონს კარიმ ბენზემას თამაშის სტილი და ფიქრობს, რომ ფრანგი ფეხბურთელი მას ძალიან გამოადგება.

შეგახსენებთ, რომ კარიმ ბენზემა "რეალში" 2009 წლიდან ირიცხება. მან ლა ლიგაში 60 მატჩი ჩაატარა და 23 გოლის გატანა მოახერხა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018