გასპერინი: სნეიდერი სუპერ თასზე ითამაშებს

გასპერინი: სნეიდერი სუპერ თასზე ითამაშებს

3-08-2011, 00:50

მილანის "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა პიერო გასპერინიმმ განაცხადა, რომ ვესლი სნეიდერი იტალიის სუპერ თასზე "მილანის" წინააღმდეგ ითამაშებს.

სნეიდერი შესაძლოა ამ ზაფხულს ინგლისურ გუნდში "მანჩესტერში" გადავიდეს , მაგრამ სპეციალისტი ამტკიცებს , რომ სნეიდერი "მილანის" წინააღმდეგ ითამაშებს.

"სნეიდერი ჩვენთან ერთად ვარჯიშობს და ის ითამაშებს შაბათს იტალიის სუპერ თასზე "მილანის" წინააღმდეგ"

"ჩვენ სნეიდერთან არანაირი პრობლემა არ გვაქვს"

გასპერინმა ასევე ისაუბრა მისი "ინტერში" ნაბიჯების შესახებ , მისი აზრით მან, როგორც "ინტერის" მთავარი მწვრთნელი წინ დიდი ნაბიჯები გადადგა.

"ჯენოას" და "ინტერს" შორის დიდი განსხვავებაა , აქ ბევრად მეტს ითხოვენ და აქ ბევრად მეტი ზეწოლაა"

"ჩემთვიის "ინტერის" მთავარი მწვრთნელობა არის წინ გადადგმული დიდი ნაბიჯები. მე ვფიქრობ , რომ ეს დიდი პატივია ჩემს კარიერაში"-განაცხადა გასპერინიმ

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ მოიწონოთ ან გააზიაროთ :
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით