Image

ბუნდესლიგა: ჩემპიონმა მოგებით დაიწყო

უცხოური ფეხბურთი 06-აგვ, 10:569 Sportnews 1515


















გუშინ გაიმართა გერმანიის ჩემპიონატის პირველი ტურის პირველი შეხვედრა, სადაც ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი "დორტმუნდი" და "ჰამბურგი" დაუპირისპირდნენ.

ჩემპიონმა პირველი ტური ისე ჩაატარა, როგორც ჩემპიონს შეეფერება , გუნდმა "ჰამბურგი" დამაჯერებლად 3-1 დაამარცხა და ახალ სეზონში პირველი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.

მასპინძლება უპირატესობა შეხვედრის დასაწყისშივე მოიპოვეს , როდესაც 17-ე წუთზე მატჩი პირველი გოლი გაიტანა გროსკროიტცმა.

მეორე გოლი "დორტმუნდმა" უკვე 29-ე წუთზე გაიტანა , გოლის ავტორად გეტცე მოგვევლინა , "დორტმუნდმა" თავის უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა.

მესაე გოლი მასპინძლებმა უკვე მეორე ტაიმის განახლებიდან სამ წუთში 48-ე წუთზე გაიტანეს , შეხვედრაში დუბლის შესრულება შეძლო გროსკროიტცმა.

სტუმრებმა მხოლოდ პრესტიჟის გოლი გატანა მოახერხეს 79-ე წუთზე , გოლი ტეშემ გაიტანა. საბოლოდ შეხვედრა მასპინძლების გამარჯვებით 3-1 დასრულდა.

დორტმუნდი - ჰამბურგი 3:1 (2:0)

დორტმუნდი: ვაიდენფელერი, ჰუმელსი, სანტანა, პიშჩეკი, ბენდერი, ლიოვი (პერიშიჩი 75), გიუნდოგანი, გროსკროიტცი, კაგავა (კელი 90), გეტცე (ბლაშშიკოვსკი 76), ლევანდოვსკი.

ჰამბურგი: დრობნი, დიკმაიერი, მანსენი, ვესტერმანი, აოგო, რინკონი, კაჩარი (ტეშე 73), გერერო (ბენ ჰატირა 42), ელია (იანსენი 46), ტერე, პეტრიჩი.

გოლები: 1:0 გროსკროიტცი (17), 2:0 გეტცე (29), 3:0 გროსკროიტცი (48), 3:1 ტეშე (79)

გაფრთხილება: ლევანდოვსკი (84) – მანსენი (45), კაჩარი (66), რინკონი (68)

დღეს გაიმართება ბუნდელისგის პირველი ტურის სხვა შეხვედრები: აუგსბურგი - ფრაიბურგი, კიოლნი - ვოლფსბურგი, ჰანოვერი - ჰოფენჰაიმი, შტუტგარტი - შალკე, ვერდერი - კაიზერსლაუტერნი, ჰერტა - ნიურნბერგი;

ხვალ კი 7 აგვისტოს დასრულდება ბუნდესლიგის პირველი ტური: მაინცი - ლევერკუზენი, ბაიერნი - გლადბახი.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (209)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა