კარანკა: მოგებას ვეცდებით

უცხოური ფეხბურთი 17-აგვ, 01:469 Sportnews 1371 0





ესპანეთის სუპერ თასის მეორე შეხვედრის წინ, სადაც სტუმრად მადრიდის "რეალი" "ბარსელონას" დაუპირისპირდება პრესკონფერაცია გამართა მოურინიოს თანაშემწემ კარანკამ.

"პირველივე წუთიდან მოედანზე მოსაგებად გავალთ, ოღონდ ამჯერად ჩვენი ძალისხმევა ტაბლოზე უნდა აისახოს"

"ჩვენ შესანიშნავად ვითამაშეთ პირველ შეხვედრაში, განმეორებით შეხვედრაშიც თუ ასე ვითამაშებთ აუცილებლად დავბრუნდებით მადრიდში ტიტულით, შემადგენლობაში მოხდება ცვლილება, მაგრამ ამის შესახებ ცნობილი ხვალ გახდება"

"პირველი შეხვედრის შემდეგ უკვე მთლიანად ვართ კონცენტრირებულნი ამ მატჩზე, ჩვენ ნამდვილად გვსურს გამარჯვება და ტიტულის მოგება , თუ ისეთი მომენტები გქვენება , როგორც მადრიდში დარწმუნებული ვარ უფრო უკეთესად გამოვიყენებთ"

"პეპე ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა, ის ძირითადის ფეხბურთელია , რაც შეეხება კოენტრაუს, ის შესანიშნავი შენაძენია, პორტუგალიელი გუნდს საგრძნობლად დაეხმარება , მისი უნივერსალიზმი კი ბრწყინვალეა, მორატა კი ჩვენთან ერთად ივარჯიშებს, რადგან მას ამის გამოცდილება უკვე აქვს და ამისთვის მზად არის"-განაცხადა კარანკამ.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018