Image

არსენალი 0-2 ლივერპული

უცხოური ფეხბურთი 20-აგვ, 18:209 Sportnews 1571


















ახლახანს დასრულდა ინგლსის პრემიერლიგის მეორე ტურის ცენტრალური შეხვედრა "არსენალს" და"ლივერპულს" შორის, შეხვედრა "ლივერპულის" გამარჯვებით 2-0 დასრულდა.

პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდის ძირითად შემადგენლობაში საკმაოდ ბევრი დებიუტანტი თამაშობდა, ამიტომ ჯერ ურთიერთშეუთანხმებლობამ და დაძაბულობამ თავის როლი ითამაშა და შეხვედრა არც თუ ლამაზი გამოვიდა.

შეხვედრის პირველივე წუთიდან ბოლო წუთამდეს მიუხედავად იმის, რომ "არსენალი" მასპინძელი იყო სტუმრები დომინირებდნენ, რაც საბოლოოდ ტაბლოზეც აისახა, თავიდან "ლივერპულის" თამაში ძირითად ქეროლზე იყო აგებული, რამაც შედეგი ვერ გამოიღო.

შეხვედრის 69-ე წუთზე მოედანი დატოვა მეორე ყვითელის გამო "მეთოფეების" ნახევარმცველმა ემანუელ ფლინპოგნმა, სწორედ ამ დროს შემოვიდნენ შეხვედრის ორი გმირი სუარესი და მეირელეში.

"ლივერპული" წინ 78-ე წუთზე გავიდა, ლუის სუარესის აქტიურობის შემდეგ ლონდონის "არსენალის" მცველები შეცდნენ და გოლი საკუტარ კარში რემსიმ გაიტანა, მეორე გოლი კი "მერსესაიდელებმა" უკვე შეხვედრის დამატებულ წუთებზე გაიტანეს, მეირელეშის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ სუარესმა გოლი ცარიელ კარში გაიტანა.

ამრიგად ორი ტურის შემდეგ "ლივერპულს" 4 ქულა აქვს, "არსენალს" კი ერთი , "მეთოფეებს" მომავალ ტურშიც სერიოზული მეტოქე ჰყავთ, ერთ კვირაში მათ მოქმედი ჩემპიონი "მანჩესტერი" შეხვდება.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
liver8g 20 აგვისტო 2011 20:03
არსენალს დარხეული აქ სერიოზულად.ნაღდად ვერ მოხვდება ეგ ლიგაზე...სამაგიეროდ ლივე იგებს პრემიერლიგას :)
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (209)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა