Image

მაინცი 2-4 შალკე

უცხოური ფეხბურთი 21-აგვ, 23:429 Sportnews 2009


















დღეს გერმანიის მესამე ბუნდესლიგის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა გაიმართა "მაინცეს" და "შალკეს" შორის, შეხვედრამ თავის სტატუსი გამართა და მართლაც შესანიშნავი თამაში გამოვიდა.

საბოლოოდ შეხვედრა "შალკეს" გამარჯვებით 4-2 დასრულდა, შეხვედრაში ექვსი გოლი გავიდა, ამის გარდა მატჩის სცენარიც ძალიან დრამატულად წარიმართა.

შეხვედრის მე-11 წუთზე მასპინძლები "მაინცი" უკვე 2-0 იგებს. ჯერ შეხვედრის 7-ე წუთზე გოლი ივანშიცმა გაიტანა, ოთხ წუთში კი სხვაობა ორ ბურთამდე ელკინუ სოტომ გაზარდა. ამ დროს ყველას ეგონა, რომ "მაინცემ" შეხვედრის ბედი უკვე გადაწყვიტა, ყველას გარდა "შალკეს" ფეხბურთელებს და პროფესორს რალფ რაგნიკს.

პირველი ტაიმი 2-0 დამთავრდა "მაინცეს" სასარგებლოდ, მეორე ტაიმის დასაწყიში მოედანზე რაგნიკმა დრაქსლერი და ფარფანი შემოიყვა, ორივე ფეხბურთელმა ძალიან გაამრთლა, განსაკუთრებით კი ფარფანმა.

57-ე წუთზე ჰოლბის გადაცემის შემდეგ , მეკარესთან პირისპირ რაული აღმოჩნდა, ესპანელმა ფეხბურთელმა პასი თავის თანაგუნდელ ჰუნტელაარს გადააწოდა, რომელმაც ცარიელ კარებში გოლი გაიტანა და შეხვედრაში თავისი გუნდის ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცრა. 7 წუთში ფარფანის ჩამოწედებულ ბურთს "მაინცეს" კარში გოლი მოჰყვა. "შალკეს" კაპიტანმა ჰოივედესმა თავით შესანიშნავად დაარტყა და შეხვედრაში ანგარიში გაათანაბრა.

ორ ბურთიანი ჩამორჩენის შემცირების შემდეგ "შალკეს" შეხვედრაში მხოლოდ მოგება დააკმაყოფილებდა, "შალკემ" განაგრძო შეტევა, თუმცა "მაინცის" შეტევებიც საკმაოდ მწვავე იყო , ამ დროს "მაინცემ" მოახერხა გოლის გატანა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარეს გამო გოლი გაუქმა. სულ მალე ფარნანის კიდევ ერთ ჩამოწოდებულ ბურთს "მაინცის" კარში გოლი მოჰყვა, ამჯერად გოლი კვლავ რაულის გადაცემის შემდეგ მატიპმა გაიტანა. შეხვედრის ბოლო წუთზე ფარნანის წაქცევისთვის "მაინცის" კართან ძალიან სახიფათო ჯარიმა დაინიშნა, რომელიც გოლად უკვე "მაინცის" ყოფილმა ფეხბუურთელმა ფუკსმა აქცია.

ასე შესანიშნავ სტილში დაამარცხა სტუმრად "შალკემ" "მაინცი" და 3 ტურის შემდეგ როგორც "შალკეს", ასევე "მაინცს" 6-6 ქულა დაუგროვდათ.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Sportnews 21 აგვისტო 2011 23:45
მაგარი თამაში იყო , მაგრად გაასწორა , პირველი ტაიმი რომ მორჩა, ვფიქრობდ მეორე ტაიმსაც ვუყურო თუ არა და მაინც გადავწყვიტე ყურება კიდევ კაი 1
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (209)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა