Image

ბოლტონი 2-3 სიტი

უცხოური ფეხბურთი 22-აგვ, 00:409 Sportnews 1640


















ინგლისის პრემიერლიგის ერთ-ერთი ფავორიტი "სიტი" ინგლისის პრემიერლიგის მეორე ტურში "ბოლტონს" დაუპირისპირდა სტუმრად და მეტოქე 3-2 დაამარცხა.

"სიტი" შეხვედრაში 27-ე წუთზე დაიწინაურდა, გოლი სილვამ გაიტანა, 39-ე წუთზე უკვე ორბურთიანი გახადა სხვაობა ბერიმ, თუმცა ორ წუთში კლასნიჩმა ჩამორჩენა კვლავ ერთ ბურთამდე შეამცირა. პირველი ტაიმი "სიტიმ" 2-1 მოიგო.

მეორე ტაიმში ორივე გუნდმა სათითაო გოლები გაიტანეს და საბოლოოდ შეხვედრა "სიტის" გამარჯვებით 3-2 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ "სიტის" რიგებში ძირითად შემადგენლობაში პირველად გამოჩნდა არგენტინელი კუნ აგუერო, რომელიც შეხვედრის მიმდინარეობის დროს მისმა თანამემამულემ ტევესმა შეცვალა , ტევესის მოედანზე გამოჩენა შეიძლება ნიშნავდეს მისი "სიტიში" დარჩენას.

ორი ტურის შემდეგ "სიტი" ასპროცენტიანი შედეგით ექვსი ქულით ჩემპიონატს უდგას სათავეში , ამდენივე ქულ აქვს "ვულზს" , "სიტის" თანაქალაქელებს კი 3 ქულა და ერთი შეხვედრით ნაკლები , რაც შეეხება "ბოლტონს" მას ორ ტურში ერთი მოგება და ერთი მარცხი აქვს შესაბამისად სამი ქულა.

"ბოლტონი" - "სიტი" - 2:3 (1:2)

გოლები: კლასნიჩი 41', კ.დეივისი 66' - სილვა 27', ბერი 39', ძეკო 49'

"ბოლტონი": იასკილაინენი, რობინსონი, ნაიტი, კეხილი, სტეინსონი, პეტროვი, რეო-კოკერი, მუამბა (მ.დეივისი 62'), იგლსი (პრეტლი 79'), კ.დეივის , კლასნიჩი

"სიტი": ჰაარტი, კოლაროვი, კომპანი, ლესკოტი, რიჩარდსი, სილვა (საბალეტა 90'), ბერი, იაია ტურე, მილნერი, ძეკო (ა. ჯონსონი 81'), აგუერო (ტევესი 71')

გაფრთხილება: მუამბა 44', კ. დევისი 45'

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (209)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა