Image

მანჩესტერ 3–0 ტოტენჰემი

უცხოური ფეხბურთი 23-აგვ, 07:419 Sportnews 1528


















გუშინ ინგლისის პრემიერლიგის მეორე ტურის ბოლო შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმანეთს "მანჩესტერი" და "ტოტენჰემი" დაუპირისპირდნენ , ბევრისთვის შეიძლება გასაკვირად "მანჩესტერმა" ადვილად დაამარცხა მეტოქე ანგარიშით 3:0.

შეხვედრის პირველმა ნახევარში გოლი არ გასულა , მეორე ტაიმში კი ჯერ 61–ე წუთზე მასპინძლები უელბეკმა დააწინარუდა, 77–ე წუთზე სხვაობა ორ ბურთიანი გახადა ანდერსონმა, საბოლოო ანგარიში კი 88 წუთზე რუნიმ დააფიქსირა. ორი ტურის შედეგად "მანჩესტერს" 6 ქულა დაუგროვდა და ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება, "წითელი ეშმაკებს" თანაბარი ქულები აქვთ მეორე მანჩესტერულ კლუბთან, მაგრამ "სიტის" უკეთესი ბურთების სხვაობა აქვს და პირველზე იმყოფება. "ტოტენჰემი" კი 1 თამაშით და 0 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება, შეგახსენებთ, რომ ინგლისში მიმდინარე არეულობის გამო პირველი ტურის შეხვედრა "ევერტონი"–"ტოტენჰემი" გადაიდო.

მანჩესტერი-ტოტენჰემი 3:0 (0:0)

"მანჩესტერი": დე ხეა, ფილ ჯონსი, სმოლინგი, ევანსი, ევრა, ნანი, ანდერსონი, კლივერლი (გიგზი, 81), ეშლი იანგი (ჯი-სუნ პარკი, 81), რუნი, დანიელ უელბეკი (ერნანდესი, 81).

"ტოტენჰემი": ფრიდელი, კაბული, დოუსონი, ასუ-ეკოტო, კაილ უოლკერი (ჩორლუკა, 46), ლენონი, ბეილი, კრანჩარი (პავლიუჩენკო, 74), ლივერმური (ჰადლსტოუნი, 75), ვან დერ ვარტი, ჯერმეინ დეფო.

გოლები: 1:0 უელბეკი (61), 2:0 ანდერსონი (76), 3:0 რუნი (87).

გაფრთხილებები: ევანსი (37) - დოუსონი (40), დეფო (90+1).

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Richie 23 აგვისტო 2011 13:51
ანდერსონის გოლი მაგრად დამევასა
spinoza 23 აგვისტო 2011 13:43
საღოლ ბიჭები კარგი შოუ იყო....
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (209)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა