ჩეხმა ტრამვა მოირჩინა

უცხოური ფეხბურთი 07-სექ, 22:469 Ditoo 1275 1






ლონდონის "ჩელსის" პირველმა მეკარემ, პეტრ ჩეხმა, რომელმაც დაზიანების გამო ვერ შეძლო სამი კვირის განმავლობაში თამაში, მოირჩინა ტრამვა და დაიწყო ვარჯიში გუნდთან ერთად.

შეგახსენებთ, რომ ჩეხეთის ეროვნული ნაკრების გოლკიპერმა ტრამვა აგვისტოს თვის შუა რიცხვებში მიიღო - მან მუხლი დაიზიანა, რის გამოც იძულებული გახდა, რომ ემკურნალა საავადმყოფოში.

როგორც "არისტოკრატების" ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, ჩეხი ვარჯიშებს სრული დატვირთვით ატარებს. ასე რომ, ჩეხი მეკარე შეძლებს ინგლისური პრემიერ ლიგის მომდევნო ტურის მატჩში "ჩელსის" დახმარებას, სადაც ლონდონური კლუბი "სანდერლენდს" დაუპირისპირდება. ეს შეხვედრა 10 სექტემბერს გაიმართება.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები 1

kaka97(RMA) 08-სექ, 12:49

ვაა ძაან გამეხარდა wink
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018