Image

კასილასისა და გრანეროს მატჩის შემდგომი კომენტარები

უცხოური ფეხბურთი 11-სექ, 23:589 Ditoo 1401


















მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებმა, იკერ კასილასმა და ესტებან გრანერომ გააკეთეს კომენტარები "ხეტაფესთან" მატჩის შემდეგ.

კასილასი

"ეს იყო რთული მატჩი, მაგრამ ჩვენ ვითამაშეთ უფრო ეფექტურად. ამ სეზონში "რეალში" თამაშობენ ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელები. მალე იქნება ჩემი "რეალში" დებიუტის მე-12 წლისთავი. მე ვიყავი 18 წლის, როდესაც პირველად ვითამაშე მადრიდულ კლუბში. მაშინ სრულად აღფრთოვანებული ვიყავი. იმ დღეს, მე დავიწყე ამ კლუბში ჩემი არაჩვეულებრივი ისტორიის შექმნა. მაგრამ მე უფრო მეტი პასუხისმგებლობა და მოწადინება მმართებს. ვაცნობიერებ იმას, რომ მაქვს განსხვავებული და გამორჩეული კარიერა, მაგრამ, ამისდა მიუხედავად, მე მაინც მინდა, რომ კიდევ ბევრი ტიტული მოვიგო".

გრანერო

"ჩვენ ჩავატარეთ კარგი მატჩი. ის რთული იყო, მაგრამ ჩვენ მაინც მოვახერხეთ გამარჯვება, თანაც ღირსეულად. ამის წინა თამაში, რომელიც "სარაგოსასთან" ჩავატარეთ, იყო ძალიან ადვილი, მაგრამ გუშინ ჩვენ სერიოზული ბრძოლა მოგვიწია. ჩვენი მიზანი იყო კარგი ანგარიშით მოგება და ეს გავაკეთეთ კიდეც. მე იმასაც გეტყვით, თუ რა არის ჩვენი მთავარი მიზანი - ჩვენი მიზანი ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებაა".

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მაისი 2019 (299)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
რეკლამა