სტარიჯი: მეირელეშს აქვს თამაშის ხედვის არაჩვეულებრივი ნიჭი

უცხოური ფეხბურთი 12-სექ, 13:249 Ditoo 1075 0






ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელმა, დანიელ სტარიჯიმ განმარტა, თუ როგორ შეძლო მან "სანდერლენდთან" გოლის გატანა.

"რაულ მეირელეშმა გამიკეთა შესანიშნავი პასი. მას მართლაც არაჩვეულებრივი ხედვა აქვს თამაშში".

"აგიხსნით, თუ როგორ გავიტანე გოლი. - მე გავიქეცი ცენტრიდან კარისკენ, მივიღე ბურთი, დავინახე, რომ მეკარე გამოდიოდა წინ, ვიხელთე დრო და დავარტყი ქუსლით - სხვანაირად არ შემეძლო. მე იმედი მქონდა, რომ ბურთი გადაჰკვეთდა კარის ხაზს და ვერ მიუსწრებდა მეკარე, ან მცველი. რაღაც მომენტში მეგონა, რომ დაიჭირეს ჩვენი მეტოქის ფეხბურთელებმა ის, მაგრამ როდესაც ბურთი შეეხო ბადეს და დავრწმუნდი, რომ მცველებმა ვერ შეძლეს მისი ხაზიდან გამოტანა, ძალიან გამიხარდა და ეს შესაბამისად ავღნიშნე". - განაცხადა სტარიჯიმ "ჩელსის" ოფიციალურ ვებ-გვერდთან.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018