უცხოური ფეხბურთი
მანზანო: ჩვენ კარგად ვითამაშეთ
მადრიდის "ატლეტიკო" ესპანეთის ჩემპიონატის, პრიმერა დივიზიონის მესამე ტურის მატჩში, დამარცხდა "ვალენსიასთან" სტადიონ "მესტალიაზე", თუმცა, მიუხედავად მარცხისა, მადრიდული კლუბის მთავარი მწვრთნელი, გრეგორიო მანზანო არ არის გაბრაზებული ფეხბურთელებზე..
"ჩვენ ვითამაშეთ გამორჩეული და სახელგანთქმული გუნდის წინააღმდეგ, თუმცა, ჩვენ არ შევუშინდით მათ ამ უპირატესობას და ვიბრძოლეთ ბოლომდე. მოხარული ვარ, რომ გუნდი თამაშობს და აკონტროლებს ბურთს ასე. საბოლოო ჯამში, მე კმაყოფილი ვარ გუნდის თამაშით. ფეხბურთელებმა ამ თამაშში მთელი ძალები ჩადეს და შეეძლოთ მოგება კიდეც, მაგრამ გაშვებულმა გოლმა ყველაფერი წყალში ჩაგვიყარა".
"შედეგი არ არის მთავარი. მთავარია ითამაშო ისე, როგორც გულშემატკივარი და მწვრთნელი ითხოვს". - დაამატა "როხიბლანკოსის" მწვრთნელმა.

ზიდანის პოსტიდან დათხოვნის შემთხვევაში, "რეალის"...
ლევანდოვსკი "რეალის" წინააღმდეგ სათამაშოდ მზადაა...
"საზეიმო განწყობა არ მაქვს..." - კლოპის...
სტივენ ჯერარდი: "სალაჰი მსოფლიოს საუკეთესო...
მოქმედი ფეხბურთელებიდან ვის აქვს ყველაზე მეტი...
" სახლი კი არა ნამდვილი სამოთხეა " - ნახეთ როგორ...