აირჩიეთ გუნდი:

მანჩესტერ სიტი ბუსკეტსში 40 მილიონ ევროს იხდის



სხვადასხვა ინგლისური და იტალიური მედიები იუწყებიან, რომ ინგლისური "მანჩესტერ სიტი" ზამთრისთვის ამზადებს დიდ გეგმებს. მას დიდი მიზნები აქვს. "სიტი" ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე ეცდება კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველის, სერხიო ბუსკეტსის შეძენას. ინგლისური კლუბი მზად არის, რომ ესპანელ ფეხბურთელში 40 მილიონი ევრო გადაიხადოს.

რობერტო მანჩინს სჯერა, რომ იაია ტურეს ბუსკეტსი ძალიან კარგად შეეწყობა ნახევარდაცვაში. იტალიელი სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ სერხიო მის გუნდს დაეხმარება პრემიერ ლიგის ტიტულის მოგებაში და ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებულად ასპარეზობაში.

კატალონიური კლუბის მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა კი თვლის, რომ ბუსკეტსის მის გუნდში ყოფნა არის აუცილებელი, ამიტომ კი ნაკლებად სავარაუდოა, რომ სერხიოს "სიტიში" ტრანსფერის ოპერაცია ინგლისელების სასურველი შედეგით - წარმატებით დასრულდეს.

წყარო: Marca.com  
Загрузка...
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

1

954

{awards}

{awards-link}

#1

ავტორი: Mr.Black And White  

კაი რა მოაშორონ ეს დებილი
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

დღის სიახლეები

ოფიციალური გვერდი

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.