ბუფონი: პირლომ იუვესთან სამუდამო კონტრაქტი გააფორმა

უცხოური ფეხბურთი 13-სექ, 11:419 Ditoo 1109 0





ტურინის "იუენტუსის" მეკარემ შეაფასა მისი გუნდის ახალი მოთამაშე, ანდრეა პირლო.

"როდესაც ანდრეამ მითხრა, რომ გადმოდიოდა "იუვენტუსში", პირველი ფრაზა, რაც ვთქვი, იყო - "მადლობა ღმერთს". მე ვფიქრობ, რომ პირლომ ხელი მოაწერა იმ კლუბთან კონტრაქტს, რომელიც მას ნამდვილად შეესაბამება. მან დაიმსახურა ამ კლუბში კარიერის დასრულებამდე თამაში. იტალიელმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა ტურინში გადმობარგდა, რადგან მას "მილანში" მართლაც უსარგებლოდ აგრძნობინებდნენ თავს". - განაცხადა იტალიელმა გოლკიპერმა Radio Monte Carlo-სთან.

"ზაფხულში როდესაც დავინახე ადრიანო გალიანი, ძალიან გამიხარდა, მადლობა მოვიხადე და ვთქვი, რომ იტალიის ჩემპიონატი იქნებოდა უფრო დაბალანსებული და როგორც ხედავთ, ეს მართლდება კიდეც". - დაასრულა ბუფონმა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა