რონალდუმ ტრავმა მიიღო

რონალდუმ ტრავმა მიიღო

15-09-2011, 16:48

მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ შეიძლება კვირას გასამართი ლა ლიგის შეხვედრა "ლევანტეს" წინააღმდეგ გამოტოვოს.

რონალდუმ ტრავმა ჩემპიონთა ლიგის გუშინდელ შეხვედრაში ზაგრების "დინამოს" წინააღმდეგ მიიღო. მას ხორვატიელი ფეხბურთელები საკმაოდ უხეშად ეთამაშებოდნენ, რამაც თავისი შედეგი გამოიღო და პორტუგალიელი ტრავმირებულია.

ჯერ უცნობია რამდენად სერიოზულია კრიშტიანუს დაზიანება, სავარაუდოდ ის გამოტოვებს "ლევანტეს" წინააღმდეგ შეხვედრას, თავად რონალდუს განცხადებით ეს იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენად სწრაფად შეძლებს ტრავმის მორჩენას. აქვე შეგახსენებთ, რომ "რეალის" კიდევ ერთი ვარსკვლავი კაკაც ტრავმირებულია.

# 144ავტორი: Ditoo
არაუშავს : ))
# 2783ავტორი: Sportnews
აუ საზიზღრად რომ მსაჯობენ რეალის შეხვედრებს მსაჯები ეგ მაგის ბრალია, ნეტავ სერიოზული არაფერი იყოს

--------------------

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

შემოგვიერთდით