ხავი: ამ სეზონში ბარსა უფრო ძლიერი იქნება

უცხოური ფეხბურთი 15-სექ, 19:169 Ditoo 1249 0





"ბარსელონას" ნახევარმცველმა, ხავი ერნანდესმა განაცხადა, რომ სესკ ფაბრეგასისა და ალექსის სანჩესის მის გუნდში გადასვლის შემდეგ, "ბარსა" არის შედარებით უფრო ძლიერი, ვიდრე გასულ სეზონში იყო.

"ჩვენ ძალიან ძლიერი გუნდი ვართ. გუნდში დომინირებს თბილი და მეგობრული ატმოსფერო. ახალ შეძენილ მოთამაშეებს არ გაურთულდათ ადაპაციის გავლა - მათ ის უმოკლეს დროში გაიარეს".

ხავის ასევე სურს, რომ სესკი იყოს მისი მემკვიდრე, ანუ, როდესაც ის დაასრულებს მის საფეხბურთო კარიერას, მას უნდა, რომ მისი ადგილი ფაბრეგასმა დაიკავოს - როგორც მან ერთხელ იწანასწარმეტყველა:

"სესკი არის დიდი ზეწოლის ქვეშ და მას უკვე შეუძლია ამ ფეხბურთელებთან თამაში უმაღლეს დონეზე - მან მონახა მოთამაშეებთან საერთო ენა. სესკი ფეხბურთელებს კარგად უგებს თამაშის დროს. ჩვენ გვახასიათებს სხვადასხვანაირად თამაში და ფაბრეგასს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი "ბარსელონას" ძირითად შემადგენლობაში თამაშის პასუხისმგებლობისთვის". - განაცხადა "ბარსელონას" ერთ-ერთმა ყველაზე გამოცდილმა და საიმედო ფეხბურთელმა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018