ჩეხი: ეს მარცხი მანჩესტერთან არ არის ტრაგედია

ჩეხი: ეს მარცხი მანჩესტერთან არ არის ტრაგედია

19-09-2011, 20:32

ლონდონის "ჩელსის" პირველმა მეკარემ, პეტრ ჩეხმა, "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩის შემდეგ "არისტოკრატების" ოფიციალურ ვებ-გვერდთან განაცხადა, რომ მისი გუნდის "წითელ ეშმაკებთან" მარცხი, არ არის ტრაგედია.

"ჩვენ არ ვუსმენთ ხალხის საუბარს, რომლებიც ამბობენ, რომ "ჩელსი" ნაკლებად იშურებს ძალისხმევას მატჩებში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უფრო გავაუმჯობესოთ თამაში და გავხდეთ სეზონის ბოლოს ჩემპიონები - ამის გაკეთებას მთელი წლის განმავლობაში ვეცდებით, მიუხედავად იმისა, რომ გუშინ ვიწვნიეთ მარცხი. თუმცა, ეს წაგება არ არის დიდი ტრაგედია გუნდისთვის, რადგან წინ ჯერ კიდევ ბევრი მატჩი და დროა დარჩენილი".

"ჩვენს მსგავსად, "მანჩესტერ სიტიმაც" დაკარგა ქულები. ასე რომ, ფაქტია, პრემიერ ლიგა იქნება ძალიან საინტერესო და ძალიან რთული ყველა გუნდისათვის. მიუხედავად ქულების დაკარგვისა, დარწმუნებული ვარ, რომ "ჩელსი" და "სიტი" ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებენ". - განაცხადა ჩეხმა გოლკიპერმა.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით