უცხოური ფეხბურთი
ალვეში: ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი გამარჯვებისთვის

კატალონიის "ბარსელონას" მცველმა, დანიელ ალვეშმა ისაუბრა გუშინდელ თამაშზე, რომელიც მისმა გუნდმა "ვალენსიასთან" ფრედ ითამაშა.

"ჩვენ არ დაგვრჩა თამაშის შემდგომ კარგი შთაბეჭდილებები და ვეცდებით, რომ ეს აღარ განმეორდეს. თუმცა, გუნდის ყველა მოთამაშემ იცის, რომ ჩვენ გავაკეთეთ დიდი სამუშაო, ბევრი ვეცადეთ, რათა გაგვემარჯვა, მაგრამ ამან არ გამოიღო შედეგი - ეს საკმარისი არ აღმოჩნდა". - განაცხადა ბრაზილიელმა მცველმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ოთხშაბათს, გაიმართა პრიმერა დივიზიონის მეოთხე ტურის მატჩები. ტურის ცენტრალური თამაში კი "ვალენსიასა" და "ბარსელონას" დაპირისპირება იყო. "ბლაუგრანამ" ვერ შეძლო მეტოქის დამარცხება - "მესტალიაზე" შეხვედრა ფრედ, ანგარიშით - 2:2 დასრულდა.











კომენტარის დამატება